მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » რეფორმა ორიენტირებული უნდა იყოს მიზნობრიობაზე და არა საყოველთაოობაზე
რეფორმა

რეფორმა ორიენტირებული უნდა იყოს მიზნობრიობაზე და არა საყოველთაოობაზე

ჯანდაცვის პირველადი რგოლის დაგეგმილი რეფორმა ორიენტირებული უნდა იყოს მიზნობრიობაზე და არა საყოველთაოობაზე. ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე და  დაგეგმილ რეფორმებზე ,,საქართველოს რეფორმების ასოციაციის“  (GRASS) ეკონომისტმა ბესო ნამჩავაძემ ისაუბრა:

,,ბიუჯეტის კუთხიდან რომ შევხედოთ, საყოველთაო ჯანდაცვა საკმაოდ ძვირი გვიჯდება. ის, რომ მაღალდეფიციტური ბიუჯეტი გვაქვს, ამის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი ეს პროგრამაცაა. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ რომ  ჯანდაცვის პირველადი რგოლის დაგეგმილი რეფორმის ნაწილი უნდა იყოს ორიენტირებული მიზნობრიობაზე და არა საყოველთაოობაზე.

ვფიქრობ,  საჭიროა ხარისხზე  უფრო მეტი რესურსების განაწილება. ჩვენ რომ ვიყოთ მაგალითად გერმანია ან იაპონია, არ ვიმსჯელებდით თანხების ხარჯთეფექტურ ხარჯვაზე, მაგრამ საქართველოს არ აქვს ბევრი ფული“– აცხადებს ბესო ნამნჩვაძე.

იგი ასევე გამოეხმაურა მედიკამენტებზე არსებულ ფასებსა და მათ ხარისხსაც.

„საქართველოში ვხედავ პოტენციალს, რომ გაიაფდეს მედიკამენტები. ამის ერთ-ერთი გზა გახლავთ კონკურენციის  გაუმჯობესება.  უნდა იყოს უფრო მეტი მწარმოებელი, მეტი სააფთიაქო ქსელი და კონკურენციის ხარჯზე  გარკვეულწილად შეიძლება დაიკლოს ფასებმა.

ვფიქრობ, რომ წამლების ხარისხში ეჭვის შეტანა არ ღირს, რამდენადაც ნებისმიერ მედიკამენტს გასაყიდად სჭირდება სპეციალური ლიცენზია. როგორც ვიცი,  ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს სამომავლოდ წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის გაკეთებას, თუმცა შეიძლება ეს უკან გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდეს და გეტყვით რატომაც – ჩვენთან წამალი იმ შემთხვევაში შეიძლება გაიყიდოს, თუ მას რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში აქვს ლიცენზია მოპოვებული.

აქედან გამომდინარე, საქართველოში გახსნილი ლაბორატორია დაადგენს კი უკეთესად წამლის ხარისხს, ვიდრე მაგალითად ლაბორატორია გერმანიაში?!“– აღნიშნა ბესო ნამჩავაძემ.

presa.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …