მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ქვეყანაში “ღორის გრიპის” ცირკულაცია დაიწყო

ქვეყანაში “ღორის გრიპის” ცირკულაცია დაიწყო

საქართველოში ე.წ. ღორის  გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ცენტრის მონაცემებით, H1N1 (“ღორის გრიპი”) გასულ კვირაში დადასტურდა.

ქვეყანაში ასევე ცირკულირებს სხვა სეზონური ვირუსები – ა ტიპის ვირუსები, რინოვირუსი, ბოკავირუსი, რესპირატორულ სინსიტიური ვირუსი, ადენოვირუსი, ენტერო ვირუსი და სხვები.

გასულ სეზონზე საქართველოში ა ტიპის გრიპის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა. ორჯერ გამოვლინდა B ტიპის გრიპი, რომელიც შედარებით ნაკლები აგრესიულობით ხასიათდება. გაზრდილი მობილობისა და პირბადეების ტარების დაბალი მაჩვენებლის ფონზე, სპეციალისტები წელს ტვინდემიას, ანუ გრიპისა და კორონავირუსის პარალელურ ეპიდემიებს ელოდებიან.

 

 

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …