მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ქვეყანაში ბავშვის აღზრდის ძალადობრივი მეთოდების გამოყენება შემცირებულია – იუნისფის კვლევა

ქვეყანაში ბავშვის აღზრდის ძალადობრივი მეთოდების გამოყენება შემცირებულია – იუნისფის კვლევა

საქართველოში აღზრდის ძალადობრივი მეთოდების გამოყენება წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად შემცირებულია.

ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში „ბავშვთა კეთილდღეობა საქართველოში – 2023“, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ რესპონდენტების თანახმად, 1-17 წლის ბავშვების 62.5 პროცენტში აღზრდის მეთოდად მხოლოდ არაძალადობრივი ფორმები იყო გამოყენებული. ბავშვების 29.4 პროცენტზე გავრცელდა ფსიქოლოგიური აგრესია და 4.8 პროცენტზე – ფიზიკური დასჯა (0.1 პროცენტ შემთხვევაში ეს იყო სასტიკი ფიზიკური დასჯა).

გოგოებთან შედარებით, ბიჭები უფრო მეტად ექვემდებარებიან აღზრდის ძალადობრივ მეთოდებს.

ამასთან, ქალაქელი ბავშვების მიმართ უფრო ხშირად გამოიყენება აღზრდის ძალადობრივი მეთოდები.

„2008 წლის მონაცემებთან შედარებით (MICS 2018) მნიშვნელოვანი პროგრესია ბავშვის აღზრდის ნაკლებად ძალადობრივი ფორმების გამოყენების და მეტად არაძალადობრივი მეთოდების გამოყენების კუთხით. ამასთან, დასჯისას ფსიქოლოგიური აგრესია ბევრად უფრო ხშირად გამოიყენება. უფროსი ასაკის ბავშვებში ფსიქოლოგიური აგრესიის გამოიყენება უფრო მაღალია. უფროსი ასაკის ბავშვები უფრო მეტად ექვემდებარებიან მძიმე ფიზიკური დასჯის მეთოდებს,“ – ნათქვამია კვლევაში.

 

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …