მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » პროფილაქტიკის დონეზეც აუცილებლად უნდა ხდებოდეს დაავადებათა პრევენცია
დაავადების განვითარების დროს მისი აღმოფხვრა დიდ ხარჯებთან და სტრესთანაა დაკვშირებული. პროფილაქტიკის დონეზე აუცილებლად უნდა ხდებოდეს დაავადებათა პრევენცია.

პროფილაქტიკის დონეზეც აუცილებლად უნდა ხდებოდეს დაავადებათა პრევენცია

ჯანდაცვის პირველადი რგოლის დაგეგმილი რეფორმა შეაფასა და საკუთარი აზრი გამოთქვა კლინიკა „მედინას“ რადიოლოგმა ქეთევან წულუკიძემ. ექიმის განცხადებით, პროფილაქტიკის დონეზე აუცილებლად უნდა ხდებოდეს დაავადებათა პრევენცია, ამ მხრივ კი ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა  მისაღები და დროულია.

„ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის იდეა მომწონს. ექიმი ვარ და ვიცი რაოდენ მნიშვნელოვანია ეს რგოლი. აუცილებელია მეტი ყურადღება დაეთმოს პროფილაქტიკურ მკურნალობას. დაავადების განვითარების დროს მისი აღმოფხვრა დიდ ხარჯებთან და სტრესთანაა დაკვშირებული პაციენტის მხრიდან.

პროფილაქტიკის დონეზე აუცილებლად უნდა ხდებოდეს დაავადებათა პრევენცია“– აცხადებს წულუკიძე.

მედიკოსმა იმ საკითხებზეც ისაუბრა, რისი განხორციელებაც, მისი აზრით, დადებითად წაადგება პირველადი რგოლის რეფორმას. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ პირველადი რგოლი პროფესიონალი ექიმებით იქნას დაკომპლექტებული.

„ჯანდაცვის პირველადი რგოლის წარმატებისთვის პირველ რიგში აუცილებელია, რომ მოხდეს ამ რგოლის პროფესიონალი ექიმებით დაკომპლექტება. იქ უნდა იქვნენ ყველანაირად შეაიარაღებული ექიმები, როგორც მატერიალურად, ასევე ტექნიკური ბაზით. უნდა განხორციელდეს მედიკოსთა მასშტაბური გადამზადება და შემდგომ პერმანენტული უნდა გახდეს ტრენინგების სისტემა.

წულუკიძემ რეფორმის მოსალოდნელ ხარჯეფექტურობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტაციონარიზაციის შემცირება თავის მხრივ შეამცირებს მთავრობის მიერ გასაწე დანახარჯებს.

ქეთევან წულუკიძემ მოკლედ ისაუბრა ასევე  ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის თაობაზეც და აღნიშნა, რომ როგორც სტაციონარის ექიმი, კარგად ხედავს, პროგრამის ამოქმედების შემდეგ როგორ იმატა მიმართვიანობამ.

„ შეუძლებელია ეს პროგრამა დადებითად არ შეაფასო. უამრავი პაციენტია ისეთი, რომელიც აქამდე უბრალოდ ვერ ახერხებდა ექიმთან მისვლას და მკურნალობას უსახსრობის გამო. უდაოდ წარმატებული პროგრამაა და იმედია მისი მოქმედება დიდხანს გაგრძელდება. ეს ხალხს ძალიან სჭირდება“– მიაჩნია წულუკიძეს.

bfm.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …