მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » პრევენციული მედიცინის დროს სახელმწიფო დანახარჯი არის ნაკლები
პრევენციული მედიცინის დროს სახელმწიფო დანახარჯი არის ნაკლები, ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილი დაავადების მკურნალობა გაცილებით იაფია და იოლი, ვიდრე გართულებულის.

პრევენციული მედიცინის დროს სახელმწიფო დანახარჯი არის ნაკლები

ჯანდაცვის პირველადი რგოლის დაგეგმილი რეფორმის მნიშვნელობაზე საუბრისას პედიატრ-ალერგოლოგმა ნანა ჩართოლანმა აღნიშნა, რომ პირველადი რგოლის გამართულად ფუნქციონირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომ ექიმებს ღირსეული ანაზღაურება ჰქონდეთ.

„პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმას მივესალმები, რადგან ჯანდაცვის სისტემისათვის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია, რომ პირველადმა რგოლმა გამართულად იმუშაოს. როდესაც პაციენტი მიდის პირველადი რგოლის ექიმთან, ის დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ყველაფერი იქნება უმაღლეს დონეზე, მომსახურება და ექიმის დამოკიდებულებაც იქნება დადებითი. ამიტომ, აუცილებელია, რომ ამ რგოლში დასაქმებული ადამიანების, ექიმების და ექთნების ანაზღაურება იყოს ღირსეული.

პირველადი რგოლი მნიშვნელოვანია, რადგან აქ ხდება დაავადებათა პრევენცია. პრევენციული მედიცინის დროს სახელმწიფო დანახარჯი არის ნაკლები, რადგან ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილი დაავადების მკურნალობა გაცილებით იაფია და იოლი, ვიდრე გართულებულის.

გარდა ხარჯთეფექტურობისა, პირველად რგოლში ხდება პაციენტის გათვითცნობიერება, რადგან მოსახლეობის სამედიცინო განათლებას და კულტურას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ამიტომ პირველადი რგოლის ექიმსა და პაციენტს შორის უნდა იყოს კომუნიკაცია და ექიმმა უნდა აუხსნას და მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც სჭირდება არასამედიცინო განათლების მქონე პირს.

ეს ყველაფერი წარმოუდგენელია, როგორც აღვნიშნე, კარგი ანაზღაურების გარეშე. რადგან თუ მედიკოსს არ აქვს შესაბამისი ხელფასი და საკუთარ პრობლემებზე ფიქრობს, იგი ვერ გაუწევს პაციენტს სათანადო ხარიხსის მომსახურებას. პირველად რგოლში პაციენტი კმაყოფილი უნდა იყოს ექიმთან ურთიერთობით. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოც იგებს, პაციენტიც და ექიმიც, რომელსაც კარგი ანაზღაურება აქვს“, – აღნიშნა ნანა ჩართოლანმა.

1news.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …