ჯანდაცვის და სოციალური დაცვის თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია ვატო სურგულაძე.
ვატო სურგულაძე: „რაც შეეხება ჯანდაცვას, მე ვერ ვხედვარ ვერავითარ წინ გადაგმულ ნაბიჯს, იმიტომ, რომ არ შეიქმნა არავითარი სისტემა, რომელიც იქნება მდგრადი. რაც შეეხება იმას, რაც მოვისმინე გუშინ, რომ 3 მილიარდი იქნება ჯანდაცვის ბიუჯეტი, ვინც კარგად ჩაიხედა, ჯანდაცვის ბიუჯეტი არ იქნება 3 მილიარდი.
ეს თანხა, ცოტა უფრო მეტი, არის გამოყოფილი მთლიანად სოციალურ პენსიებზე, ჯანდაცვაზე და ჯანდაცვის ბიუჯეტი იქნება სულ 800 მილიონი. რაც საყოველთაო ჯანდაცვას, ის ვერ იქნება ვერც ფინანსურად, ვერც ხარისხობრივად გამართლებული. ქვეყანაში არის რეალური ზრდა მედიკამენტებზე. კლინიკების ძირითადი ხარჯი არის მედიკამენტებზე გაწეული ხარჯი და ექიმების და სამედიცინო პერსონალის ანაზღაურების ხარჯი. მედიკამენტის ფასმა მოიმატა კატასტროფულად“.