მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » პირველადი ჯანდაცვისთვის ხალხს სხვა სოფელსა და ქალაქებში გადასვლა აღარ მოუწევთ
პირველადი ჯანდაცვისთვის ხალხს სხვა სოფელსა და ქალაქებში გადასვლა აღარ მოუწევთ,კარგი იქნება, თუ მომავალში სოფლის ექიმის პუნქტი ყველა დიდ სოფელში გვექნება.

პირველადი ჯანდაცვისთვის ხალხს სხვა სოფელსა და ქალაქებში გადასვლა აღარ მოუწევთ

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა აუცილებელია, სამედიცინო პერსონალი, რომელიც ამ რგოლში მუშაობს, მზადაა სრული დატვირთვით მუშაობისათვის, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი გოზალიშვილმა განაცხადა. 

„პირველადი ჯანდაცვის რგოლი მიმართულია დაავადებათა პრევენციისკენ. მაგალითად სოფლებში, სადაც მოსახლეობას პირველი შეხება აქვთ სოფლის ექიმებთან, დროულად უნდა მოხდეს დაავადებათა აღმოჩენა და შემდეგ გადამისამართება საჭირო ექიმთან. ვთვლი, რომ ეს რგოლი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანდაცვის სისტემაში.

პირველადი ჯანდაცვის რგოლის გამართული მუშაობა პირველ რიგში დაზოგავს ოჯახების ბიუჯეტს, რადგან ხალხს გადაადგილება აღარ მოუწევს სხვა დასახლებულ პუნქტში, სოფელსა თუ ქალაქში და განიტვირთება ცენტრალური პოლიკლინიკები.

თავის დროზე, როცა პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმა დაიწყო და სოფლის ექიმის ინსტიტუტი ამოქმედდა, ეს ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი იყო. მაშინ ეს ევროკომისიის თანადგომით განხორციელდა.

იმედი მაქვს, რეფორმის ახალი ეტაპი ამ კუთხით კიდევ უფრო გააძლიერებს ადგილებზე ჯანდაცვის პირველად რგოლს და სასურველია თუ ყველა სოფელი იქნება მოცული, რადგან ექიმთა ჯგუფი რამდენიმე სოფელს მოიცავს, თუმცა, იმ სოფლის მოსახლეობას, სადაც პუნქტი არ მდებარეობს, მაინც უჭირს ამბულატორიამდე მისვლა. ამიტომ კარგი იქნება, თუ მომავალში სოფლის ექიმის პუნქტი ყველა დიდ სოფელში გვექნება.

რაც შეეხება ექიმებს, მათი უმრავლესობა გადამზადებულია, მათ ჰქვიათ ზოგადი პრაქტიკის ექიმები და ყველა მონათესავე მიმართულებას ფლობენ. ამიტომ, მათ დიაგნოზის დასმა არ გაუჭირდებათ, რომ შემდეგში ავადმყოფს სწორი მიმართულება მისცენ.

ამასთან ერთად განსაკუთრებული ყურადრება იქნება მისაქცევი მათი შრომის ღირსეული ანაზღაურების საკითხისადმი და მათთვის სხვა ტექნიკური პირობების შექმნისადმი“, – აღნიშნავს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

გიორგი გოზალიშვილის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემოღებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და გააუმჯობესა მოსახლეობისათვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა. 

წინათ თანხის გადახდა მთლიანად უხდებოდა პაციენტს, რადგან დაფინანსება არ არსებობდა და ამის საშუალება უმრავლესობას უბრალოდ არ გააჩნდა.ახლა ასე აღარაა. ამიტომ, აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს წინ.

ipress.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …