მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმა წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან პრევენცია ყოველთვის ამართლებს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, ცნობილი რეჟისორი და მსახიობი გოგი ქავთარაძე პირველადი ჯანდაცვის რგოლში განსახორციელებელ რეფორმას გამოეხმაურა.

პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმა წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან პრევენცია ყოველთვის ამართლებს

ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, ცნობილი რეჟისორი და მსახიობი გოგი ქავთარაძე პირველადი ჯანდაცვის რგოლში განსახორციელებელ რეფორმას გამოეხმაურა.

გოგი ქავთარაძე მხარს უჭერს პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმას და ეს წინ გადადგმულ ნაბიჯად მიაჩნია, რამდენადაც, მისი აზრით, პრევენცია ყოველთვის ამართლებს.

„მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მჭირდო ურთიერთობა მაქვს ჯანდაცვის სამინისტროსთან. მუდმივად გვაქვს კონტაქტი და ძალიან გვეხმარებიან.

მე ეს ფაქტი მნიშვნელოვნად მიმაჩნია. როცა ექიმები ჩემთან მოდიან, იქნებიან ეს პირველადი რგოლიდან, თუ ზოგადად, ბევრ პრობლემაზე ვსაუბრობთ.

პრობლემები განსხვავებული და მრავალფეროვანია, თუმცა, როგორც აღვნიშნე, სამინისტროსთან მჭიდრო კავშირი ხშირად გვეხმარება პრობლემების გადაწყვეტაში“, – აღნიშნავს დეპუტატი.

იგი ექიმთან დროული ვიზიტის მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

„სამწუხაროდ, ჩვენთან ასეა, რომ სანამ ძალიან არ გაგვიჭირდება, პრევენციას არ მივმართავთ ხოლმე. აუცილებლად რაიმე ცუდი უნდა დაგვემართოს, დაავადება გაგვირთულდეს და ა.შ. რომ მივმართოთ ექიმს.

ეს პრობლემა აღმოსაფხვრელია, აუცილებლად. ადამიანი ყურადღებით უნდა მოეპყრას საკუთარ ჯანმრთელობას და მანამ მიხედოს მას, სანამ გართულდება.

ჩვენც უნდა მივეხმაროთ ექიმებს იმით, რომ დროულად მივაკითხოთ მათ. ზოგადად, ჯანდაცვის სამინისტრო კარგი ავტორიტეტით სარგებლობს.

ამიტომ, მიმაჩნია, რომ კარგი იქნება თუ მოახდენენ პაციენტის კულტურის ამაღლებას იგივე პრევენციასთან მიმართებაში.

ექიმთან არ მივდივართ დროულად, დაავადებათა პრევენციას არ ვაქცევთ სათანადო ყურადღებას, ეს არის უკულტურობა და თუ ამასაც მიექცევა ყურადღება სამინისტროს მხრიდან, იქნება ძალიან კარგი“, – განაცხადა გოგი ქავთარაძემ.

ჯანდაცვის სამინისტრომ, საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამების პარალელურად, პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმა პრიორიტეტად გამოაცხადა.

რეფორმის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმაზე, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი“ მუშაობს.

pia.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …