მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » პირველადი ჯანდაცვის რგოლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს
პირველადი ჯანდაცვის რგოლი ჯანდაცვის სისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან ამბულატორიული მომსახურება, რეალურად, სწორედ პირველადი რგოლიდან იწყება.

პირველადი ჯანდაცვის რგოლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს

პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე მუშაობის დაწყებას  ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქოლოგიური საკონსულტაციო-დიაგნოსტიკური ცენტრის „იდილიას“ ხელმძღვანელი თინათინ ფანცულაია გამოეხმაურა.

„პირველადი ჯანდაცვის რგოლი ჯანდაცვის სისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან ამბულატორიული მომსახურება, რეალურად, სწორედ პირველადი რგოლიდან იწყება. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ პაციენტის შესახებ ინფორმაციას უნდა ფლობდეს ერთი კონკრეტული ადამიანი, რომლისთვისაც ცნობილია მისი როგორც სომატური, ასევე ფსიქოლოგიური ჩივილები.

რეალურად, სწორედ ოჯახის ექიმი ადევნებს თვალ-ყურს პიროვნებას, აქვს მის შესახებ გარკვეული ინფორმაცია. მას ამის შესაძლებლობა გააჩნია, რასაც ვერ ვიტყვით ურგენტულ რგოლზე. პირველადი ჯანდაცვის რგოლში ფსიქოლოგიური სამსახურის წარმოდგენა და მისი მუშაობა ცოტა რთულია. იყო ამის მცდელობები, თუმცა არა სახელმწიფო, არამედ თვით დაფინანსებით.

გვქონია შემთხვევები, როცა პირველადი რგოლის ექიმს გამოუგზავნია ჩვენთან პაციენტი, ბავშვებიც და ზრდასრულებიც. პირველად ჯანდაცვაში, როდესაც ექიმების გადამზადება ხორციელდება, ფსიქოლოგიური რგოლი მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. პირადად პროგრამის ფარგლებში ჩამიტარებია მათთვის ტრენინგები კლინიკური ფსიქოლოგიის კუთხით.

მიმაჩნია, რომ ოჯახის ექიმის განათლება იძლევა შესაშლებლობას, რომ მათ პროფილის მიხედვით სწორად გადაამისამართონ პაციენტი. ვისურვებდი, რომ პირველად რგოლში ექიმებს შეეძლოთ გაარჩიონ, როდისაა საჭირო საქმეში ჩაერიოს თერაპევტი.

მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს კომპეტენციის საზღვრები, მართალია, არ მიმაჩნია, რომ  პირველად რგოლში აუცილებლად უნდა ჩაერთოს ფსიქოლოგიური სამსახური, მაგრამ არც ესაა გამორიცხული, თუმცა შესაძლებელია მან დამოუკიდებლადაც იფუნქციონიროს. ტრენინგების დროს ოჯახის ექიმები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი, რომ სწორად მოახდინონ პაციენტის გადამისამართება.

უხეშად რომ ვთქვათ, შესაძლებელია გარკვეულ დარღვევას და პათოლოგიას ვუშველოთ ფსიქოთერაპიით და არ დაინიშნოს მედიკამენტური მკურნალობა. აუცილებელია მოხდეს დიფერენცირება, რომ ფსიქოლოგიურმა რგოლმა საკუთარი ფუნქცია არ დაკარგოს“, – განაცხადა თინათინ ფანცულაიამ.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …