გადაცემის სტუმრები არიან საოჯახო მედიცინის ექსპერტი, ქალბატონი მარინე შიხაშვილი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე – ვალერი კვარაცხელია.
სტუმრები პირველადი ჯანდაცვის რეფორმის შესახებ საუბრობენ და პარალელს ავლებენ სხვადასხვა ევროპული ქვეყნების მოდელებთან.
რენი ბარდინი პაციენტებისგან სამადლობელ წერილს ხშირად იღებს. ის რამდენიმე ათეული წელია მედიცინის სფეროში მუშაობს და ფრანგული ოჯახის ექიმია. მას კერძო კაბინეტი აქვს, რომელსაც იმავე ბინაში ამუშავებს, სადაც ცხოვრობს. კარგი რეპუტაციის გამო მასთან პაციენტები პარიზის მოშორებული უბნებიდანაც დადიან.