მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » პირველადი ჯანდაცვის რეფორმის გატარება ძალიან მნიშვნელოვანია
პირველადი ჯანდაცვის რეფორმის გატარება ასევე მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ მან ხელი უნდა შეუწყოს ოჯახის ექიმის ინსტიტუტის დამკვიდრებას.

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის გატარება ძალიან მნიშვნელოვანია

პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. აღნიშნულმა რეფორმამ მეორე და მესამე რგოლში პაციენტების ნაკადის შემცირება უნდა უზრუნველყოს და დაავადებათა პრევენციასა და ადრეულ სტადიაზე გამოვლენას შეუწყოს ხელი.

პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმაში, ჯანდაცვის სამინისტროს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი“ დაეხმარება.

„საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან გოგოხია პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმას ეხმაურება.

„საზოგადოების ინტერესი ჯანდაცვის სამინიტროსადმი გაიზარდა. ამ სფეროში გარკვეული პოზიტიური ცვლილებები არის, თუმცა დაფინანსების კუთხით გარკვეული ხარვეზები კვლავ არსებობს. ვფიქრობ, პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებით მოხდება ჯანდაცვის სფეროზე დახარჯული ბიუჯეტის ხარჯთეფექტურობის გაზრდა. რგოლის რეორგანიზაცია კი აუცილებლად მიმაჩნია.

პირველად ჯანდაცვას რაც შეხება, გასული წლის გაზაფხულზე მქონდა შეხება. ძირითადი პრობლემა, თუ შეიძლება ითქვას, კონსულტაციისათვის გადასახდელი თანხაა. ასევე, პრობლემაა საჭირო კვლევების და სამედიცინო პროცედურების, სისხლის ანალიზის, რენდგენის და ა.შ. მომსახურების მაღალი საფასური.

მართალია, გარკვეული შეღავათები არსებობს, თუმცა სასურველია, დაფინანსებამ მოიმატოს. რეფორმის მომზადებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს პოტენციური პაციენტების და ოჯახის ექიმების რაოდენობა და შესაბამისად, ურთიერთთანფარდობაც. ვგულისხმობ იმას, რომ პაციენტთა სიმრავლის გამო დიდი რიგებია“, – მიაჩნია გოგოხიას.

„პირველადი ჯანდაცვის რეფორმის გატარება ასევე მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ მან  ხელი უნდა შეუწყოს ოჯახის ექიმის ინსტიტუტის დამკვიდრებას, რაც, თავის მხრივ, პროფილაქტიკის მიზნით ოჯახის ექიმთან ვიზიტის კულტურას უფრო მეტად დანერგავს. შესაბამისად, შემცირდება საოპერაციო მდგომარეობამდე მიყვანილი პაციენტების რაოდენობაც“, – განაცხადა ლევან გოგოხიამ.

presa.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …