მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » პირველადი ჯანდაცვის რეფორმამ ეფექტიანი ხარჯვა და ეფექტიანი გადანაწილება უნდა უზრუნველყოს
ირინა გურული: პირველადი ჯანდაცვის რეფორმამ ეფექტიანი ხარჯვა და ეფექტიანი გადანაწილება უნდა უზრუნველყოს. თუ ამას მოახერხებს ახალი რეფორმა კარგი იქნება.

პირველადი ჯანდაცვის რეფორმამ ეფექტიანი ხარჯვა და ეფექტიანი გადანაწილება უნდა უზრუნველყოს

ირინა გურული: პირველადი ჯანდაცვის რეფორმამ ეფექტიანი ხარჯვა და ეფექტიანი გადანაწილება უნდა უზრუნველყოს. პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმასთან დაკავშირებით, ეკონომიკური კვლევის ცენტრის მონიტორინგის პროგრამების მენეჯერს, ირინა გურულს ვესაუბრეთ.

„ჩვენი ორგანიზაცია საბიუჯეტო ხარჯების გაზრდის წინააღმდეგია. ამიტომაც არ ვემხრობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის  საბიუჯეტო თანხების ასეთი ფორმით ხარჯვას, მით უფრო მაშინ, როცა  ბიუჯეტის  დეფიციტურია.

თუ პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმა საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას შეუწყობს ხელს, ჩვენ რა თქმა უნდა, მივესალმებით ამ რეფორმას. საჭიროა მოხდეს ეფექტიანი ხარჯვა და ეფექტიანი გადანაწილება, თუ ამას მოახერხებს ახალი რეფორმა კარგი იქნება“, –აცხადებს ირინა გურული.

რაც შეეხება მედპერსონალის პროფესიულ დონეს, გურული მიიჩნევს, რომ კვალიფიციური კადრების პრობლემა არა მარტო ჯანდაცვის სფეროში, არამედ ყველა სფეროში დგას. „თუ რეფორმის ფარგლებში მოხდება ოჯახის ექიმების გადამზადება და მათი განათლების დონის ამაღლება ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელი იქნება“, – მიაჩნია ეკონომიკური კვლევის ცენტრის წარმომადგენელს.

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის დაწყების თაობაზე მინისტრმა დავით სერგეენკომ საჯაროდ განაცხადა. რეფორმა საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამების პარალელურად განხორციელდება. პირველადი ჯანდაცვის რეფორმის დეკლარირებული მიზანი ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერება, დაავადებათა პრევენციის დონის ზრდა და სისტემაში ხარჯეფექტურობის მიღწევაა.

gurianews.com

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …