სამედიცინო საჭიროებების 80 % პირველად ჯანდაცვაზე მოდის, თუმცა მოსახლეობა უფრო ხშირად, პირდაპირ სტაციონარულ მკურნალობას მიმართავს. პირველადი ჯანდაცვის მომსახურება კი გაცილებით იაფია, ვიდრე მეორეული და მესამეული ჯანდაცვის დონე.
კლინიკა „იუნონას“ თერაპევტი ქეთევან ჯანიკაშვილი გამოეხმაურა პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმის აუცილებლობას:
„ეს ასეც უნდა იყოს, პირველადი ჯანდაცვა ყველაზე მეტად უნდა ფინანსდებოდეს და ექცეოდეს ყურადღება, თუ გვინდა, რომ პერსპექტივაში ყველაფერი კარგად იყოს. როდესაც მდგომარეობა რთულდება, მერე მისი გამოსწორება ძნელია.რეფორმირების იდეა კარგია, მაგრამ განსახორციელებლად,ალბათ, ძნელი იქნება“.
ქეთევან ჯანიკაშვილმა ისაუბრა, ასევე, თავად მოსახლეობის დამოკიდებულებაზე პირველადი ჯანდაცვის მიმართ:
„ადრე ხდებოდა დისპანსერიზაცია, სახლებში ურეკავდნენ და ეხვეწებოდნენ, რომ მისულიყვნენ, მაგრამ მოსახლეობა არ მიდიოდა. ხალხშიც უნდა იყოს ამის კულტურა, მოთხოვნილება, რომ საკუთარ თავს ყურადღება მიაქციონ ადრეულ ეტაპზევე,ვიდრე სერიოზული პრობლემები შეექმნებათ. ალბათ, მეორე ეტაპი ის უნდა იყოს, რომ ხალხში ჩატარდეს ახსნა-განმარტებითი მუშაობა იმის შესახებ,რომ ადრევე მიაკითხონ ექიმს, ვიდრე ჯერ კიდევ ჯანმრთელები არიან”.