მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » პირველადი ჯანდაცვა აწყობილი სისტემა იყო, რომელიც დაანგრიეს
ირველადი ჯანდაცვა ძალიან კარგი, აწყობილი სისტემა იყო, რომელიც დაანგრიეს. პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ჯანდაცვის სამისტრომ ახალ პრიორიტეტად გამოაცხადა.

პირველადი ჯანდაცვა აწყობილი სისტემა იყო, რომელიც დაანგრიეს

გიორგი გალდავა: პირველადი ჯანდაცვა აწყობილი სისტემა იყო, რომელიც დაანგრიეს. პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ჯანდაცვის სამისტრომ ახალ პრიორიტეტად გამოაცხადა. აღნიშნული რეფორმა პირველადი რგოლის მნიშვნელობის წამოწევას და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის განვითარებას გულისხმობს.

პირველადი ჯანდაცვის რგოლი არის პრევენციული მედიცინა, როცა პაციენტი საწყის ეტაპზევე იგებს დაავადების შესახებ, იწყებს მკურნალობას და მცირდება სტაციონარში მოთავსების საჭიროება.

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის დაწყებას, მის მნივშნელობას, აფასებს კანისა და ვენსნეულებათა კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორი გიორგი გალდავა.

მისი განცხადებით, პირველადი ჯანდაცვა ძალიან კარგი, აწყობილი სისტემა იყო, რომელიც დაანგრიეს.

„პირველადი რგოლის გამართულად ფუნქციონირების დროს, მოხდება ბევრი დაავადების პრევენცია, პროფილაქტიკა, რაც მომავალში მნიშვნელოვნად შეამცირებს კაპიტალურ დანახარჯებს ჯანდაცვაში. უნდა გაკეთდეს ურთიერთანგარიშგების აწყობილი სისტემა, ძირითადი პრევენციული ღონისძიებების გატარების ხარჯზე. ანუ ისეთი სისტემა, როგორიც ადრე იყო. თუ ეს გაკეთდება, კარგი იქნება“,

რაც შეეხება ექიმების გადამზადებას, გალდავა მიიჩნევს, რომ არ უნდა მოხდეს ისე, რომ მივიღოთ ოჯახის ექიმები, რომლებმაც, ერთი შეხედვით, ყველაფერი იციან და ამ დროს, რეალურად, სიღრმისეულად, შესაბამის მიმართულებებს არ ფლობენ. „პირველადი ჯანდაცვის რგოლში აქამდეც მუშაობდნენ ექიმები, ეს ხალხი არსად გამქრალა. საჭიროა მათი მინიმალურ დონეზე გადამზადება“, – აღნიშნა გიორგი გალდავამ.

აღსანიშნავია, რომ პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, C ჰეპატიტის ელიმინაციისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების პარალელურად განხორციელდება და მის მიმდინარეობაში დახმარებას სამინისტროს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი“ გაუწევს.

pirveliradio.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …