მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » პირველად რგოლში უნდა გაიზარდოს პროფილაქტიკისა და დაავადებათა პრევენციის ხარისხი
პირველად რგოლში უნდა გაიზარდოს პროფილაქტიკისა და დაავადებათა პრევენციის ხარისხი და ამ მიმართულებას, რეფორმის ფარგლებში, ვფიქრობ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.

პირველად რგოლში უნდა გაიზარდოს პროფილაქტიკისა და დაავადებათა პრევენციის ხარისხი

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი არჩილ მორჩილაძე პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმას გამოეხმაურა.

მისი აზრით, მთავარია, რომ პირველადი მიმართვა განხორციელდეს სწორედ ოჯახის ექიმთან და მან მართოს ავადობის პროცესი.

„ჩვენთან დიდი პრობლემაა მედიკამენტების არარაციონალური ხარჯვა. მოგეხსენებათ, ჯანდაცვაში მთლიანი დანახარჯის დიდი წილი სწორედ მედიკამენტებზე მოდის. რეფორმამ ერთ–ერთ შედეგად სწორედ ექიმის მიერ მედიკამენტების მენეჯმენტის გაუმჯობესება უნდა მოიტანოს.

როდესაც საუბარია ხარჯების დაზოგვაზე, ოჯახის ექიმის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, – მან სწორად უნდა განსაზღვროს პაციენტის მდგომარეობის ხარისხი და შესაბამისი მედიკამენტოზური მკურნალობა უნდა დაუნიშნოს.

რა თქმა უნდა, ყველაფერი დადის განათლებასა და კვალიფიკაციაზე. დიპლომის შემდგომი განათლება და უწყვეტი განათლება უმნიშვნელოვანესია, რადგან დღეს ეს არის ნებაყოფლობითი და აქ გარკვეული სავალდებულო ელემენტების შეტანა აუცილებელად მიმაჩნია, რათა გაიზარდოს კვალიფიკაცია და სამედიცინო მომსახურების ხარისხი.

ამასთან, პირველად რგოლში უნდა გაიზარდოს პროფილაქტიკისა და დაავადებათა პრევენციის ხარისხი და ამ მიმართულებას, რეფორმის ფარგლებში, ვფიქრობ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. რეფორმისას ასევე ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია მედ–პერსონალის განათლებისა და გადამზადების საკითხი“, – აცხადებს მორჩილაძეს.

მორჩილაძის თქმით, მედპერსონალის კვალიფიკაციის მნიშვნელობა განსაკუთრებით იზრდება, როცა სახელმწიფო აფინანსებს პირველადი ჯანდაცვის მთელ რიგ სერვისებს და აპირებს მედიკამენტების სუბსიდირებასაც. აქ. ხარჯეფექტურობის თვალსაზრისით, ოჯახის ექიმის როლი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ხდება.

ცნობისთვის, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, ჯანდაცვის სამინისტრომ პრიორიტეტად გამოაცხადა. აღნიშნული რეფორმა საყოველთაო ჯანდაცვისა და С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამების პარალელურად განხორციელდება და სამინისტროს ამ პროცესში საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი“ დაეხმარება.

pirveliradio.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …