მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » პირველად რგოლს მნიშვნელოვანი პოზიცია უჭირავს
სადაც ჯანდაცვა მაღალ დონეზეა გავითარებული, პირველად რგოლს უჭირავს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია. ეს სამედიცინო სამყაროში აქსიომაა

პირველად რგოლს მნიშვნელოვანი პოზიცია უჭირავს

„ყველგან, სადაც ჯანდაცვა მაღალ დონეზეა, პირველად რგოლს მნიშვნელოვანი პოზიცია უჭირავს“ .ჯანდაცვის პირველადი რგოლის დაგეგმილი რეფორმა შეაფასა სამედიცინო ცენტრ „მედისონის” რენტგენოლოგმა ანა მახათელმა. ექიმის განცხადებით, რეფორმა დროული და აუცილებელია.

„ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმირების იდეა ძალიან მომწონს. აქამდეც უნდა დაეყენებინათ ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევის საკითხი. ზოგადად გეტყვით, რომ ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ჯანდაცვა მაღალ დონეზეა გავითარებული, პირველად რგოლს უჭირავს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია. ეს სამედიცინო სამყაროში აქსიომაა და კარგია, რომ ამ გადაწყვეტილებამდე ჩვენც მივდივართ”, – აცხადებს მახათელი.

ექიმმა იმ ფაქტორებზეც ისაუბრა, რაც, მისი აზრით, მნიშვნელოვანია რეფორმის წარმატებისთვის. მახათელის თქმით, ყველა წამოწყება ეჭვის ქვეს დადგება, თუკი პირველადი რგოლის ექიმების შრომის ანაზრაურების საკითხი საფუძვლიანად არ გადაიხედება.

„რეფორმის წარმატების განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია პირველადი რგოლის ექიმების სახელფასო ანაზღაურება. ძალიან დაბალია ამ რგოლში ხელფასები.

როდესაც პრეტენზია გვაქვს, რომ ევროპის ქვეყნებს დავემსგავსოთ ჯანდაცვის სისტემით, კვალიფიკაციის ამაღლების და ინფრასტრუქტურის პარალელურად, შრომის ანაზღაურების საკითხიც უნდა გავითვალისწინოთ. ამ რგოლში ხარისხი ისევ ამ ხალხმა უნდა შექმნას. თუ მათ რეალური ანაზღაურება და სტიმული არ ექნებათ, როგორ უნდა მოახერხონ ხარისხიანი მუშაობა?” – აცხადებს მედიკოსი.

მახათელმა რეფორმის შედეგად მოსალოდნელ ხარჯეფექტურობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტაციონარიზაციის რიცხვის შემცირება შეამცირებს დანახარჯებსაც,

„ეს რეფორმა ნამდვილად იქნება ხარჯეფექტური, იქიდან გამომდინარე, რომ შემცირდება სტაციონარიზაციის რიცხვი. მაგრამ სტაციონარიზაციის რიცხვი რომ შემცირდეს, პირველ რიგში, ხალხში უნდა გაჩნდეს ის კულტურა, რომ მიაკითხონ ექიმს დაავადებათა პრევენციისთვის.

ადრე ნამდვილად არ ჰქონდათ ადამიანებს იმის საშუალება, რომ ექიმებისთვის მიეკითხათ და ჩაეტარებინათ შესაბამისი მკურნალობა, რაც მათი უსახსრობით იყო ახსნილი. ხოლო დღესდღეობით, ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ უფასოდ ჩაიტარონ შესაბამისი კონსულტაცია”, –  აღნიშნა მახათელმა.

reportiori.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …