მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » პირველად ჯანდაცვაში რეფორმა მკაცრად უნდა გატარდეს
გია ლობჟანიძე: პირველად ჯანდაცვაში რეფორმა მკაცრად უნდა გატარდეს

პირველად ჯანდაცვაში რეფორმა მკაცრად უნდა გატარდეს

გია ლობჟანიძე: პირველად ჯანდაცვაში რეფორმა მკაცრად უნდა გატარდეს.პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე მუშაობა დაიწყო. რეფორმა ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლერებასა და განვითარებას გულისხმობს, რამაც დაავადებათა პრევენციასა და დროულ დიაგნოსტიკას უნდა შეუწყოს ხელი.

რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს ექიმთა ასოციაციის თავმჯდომარეს, გია ლობჟანიძეს ვესაუბრეთ.

„პირველადი ჯანდაცვის რგოლში  პრობლემები არსებობს. ისევე როგოც სხვა სფეროში, აქაც საჭიროა ინფორმირებულობა, რომელიც, სამწუხაროდ, არამარტო მოსახლეობას, არამედ სამედიცინო პერსონალსაც აკლია. სამედიცინო პერსონალმა არ იცის მათი უფლება–მოვალეობების შესახებ. აქედან გამომდინარე, საინფორმაციო კომპონენტი არის ასამაღლებელი.

რეფორმა პირველად ჯანდაცვაში მკაცრად არის გასატარებელი. უნდა გაძლიერდეს ეს რგოლი. მესამე და მეოთხე დონის მომსახურება თავკომბალად არის ქცეული, აქედან გამომდინარე, პირველადი რგოლის გამოყოფა და გაძლიერება აუცილებელია“, – აცახდებს გია ლობჟანიძე.

მისი თქმით, უნდა გამოიყოს ადამიანური რესურსის საკითხი.

„ექიმების გარკვეული ნაწილის გადამზადებაა საჭირო. დღესდღეობით ოჯახის ექიმსა და ვიწრო სპეციალისტებს შორის მიმდინარეობს შიდა დავა, თუ რა ზღვარზე უნდა შეჩერდეს ოჯახის ექიმის უფლება–მოვალეობები. კომპეტენციების ზღვარის დადგენა ზუსტად უნდა ჩამოყალიბდეს.

ექთნებს უნდა ეკისრებოდეთ მნიშვნელოვანი ფუნქციები. საექთნო მომსახურება უნდა გაიზარდოს, მაგრამ, მგონი ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც ექთნების დეფიციტია.

პირველადი ჯანდაცვის რგოლის ფუნქცია მკაფიოდ უნდა ჩამოყალიბდეს: მათი ფუნქცია იწყება პრევენციით, პირველადი გამოკვლევებით და პასუხისმგებლობის სწორი განსაზღვრით – რა დროს შეიძლება ოჯახის ექიმმა აიღოს თავზე პაციენტის მკურნალობა და რა დროს გაგზავნოს ვიწრო სპეციალისტთან“, – მიაჩნია ექიმთა ასოციაციის თავმჯდომარეს.

იგი საუბარში,  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასაც ეხება.

„აპრილში ჩავატარეთ ევროპის ფორუმი, სადაც წარმოდგენილ იქნა ეს პროგრამა და საკმაოდ კარგი შეფასება მიიღო ევროპელი ექსპერტების მხრიდან. ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს საკანონმდებლო ცვლილებები იმისათვის, რომ პროექტი სწორად განვითარდეს.

როგორი მდიდარი ქვეყანაც არ უნდა იყოს, თუ პირველადი ჯანდაცვა არ აღორძინდა და კერძო სადაზღვევო კომპანიები ცალკე არ განვითარდება, ძალიან გაუჭირდება ქვეყანას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მართვა“, – აღნიშნა გია ლობჟანიძემ.

პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმა საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამების პარალელურად განხორციელდება. ამ რგოლის რეფორმაში ჯანდაცვის სამინისტროს მთავრობის კონტრაქტორი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი“ გაუწევს დახმარებას, რომელთანაც საქართველოს მთავრობას გრძელვადიანი შეთანხმება აკავშირებს, რაც თავის მხრივ, ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ამაღლების პროგრამის შემუშავებაზე ერთობლივ მუშაობას ითვალისწინებს.

for.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …