მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » პიროტექნიკის გამოყენებამ შესაძლოა სუნთქვის გაძნელება და „მოხჩობის“ შეგრძნება გამოიწვიოს – იმუნოლოგიის ცენტრის გაფრთხილება

პიროტექნიკის გამოყენებამ შესაძლოა სუნთქვის გაძნელება და „მოხჩობის“ შეგრძნება გამოიწვიოს – იმუნოლოგიის ცენტრის გაფრთხილება

პიროტექნიკის გამოყენების პირობებში, დიდი რაოდენობით მომწამვლელი ნივთიერებების შესუნთქვამ როგორც ჯანმრთელ, ასევე სასუნთქი სისტემის დაავადების მქონე ადამიანებში, შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი, სუნთქვის გაძნელება, „მოხჩობის“ შეგრძნება, ხველა, ცხვირიდან გამონადენი, ცრემლდენა, თვალების, ცხვირის ქავილი და ა.შ. ამის შესახებ განცხადებას ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია:

„არ ისროლო ფეიერვერკი!

დღესასწაულების დროს გამოყენებული ფეიერვერკებით და პიროტექნიკით მიყენებული სხვადასხვა სახის ზიანი ადამიანებსა თუ გარემოზე დასტურდება სხვადასხვა დროს ჩატარებული მრავალი კვლევით.

აღნიშნული კვლევები კი ცხადყოფს, რომ პიროტექნიკის გამოყენებით ატმოსფერული ჰაერი ბინძურდება მეტალის კომპონენტებით და აფეთქებისას გამოყოფილი მავნე აირებით.

დაბინძურებული ჰაერის ინჰალაციის (შესუნთქვის) შედეგად, მაღალი რისკის ქვეშ ექცევიან ზედა სასუნთქი გზების დაავადებების მქონე პირები, განსაკუთრებით კი ის ადამიანები, რომელთა ასთმაც არ არის კარგად კონტროლირებული.

დიდი რაოდენობით მომწამვლელი ნივთიერებების შესუნთქვამ, როგორც ჯანმრთელ, ასევე სასუნთქი სისტემის დაავადების მქონე ადამიანებში, შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი, სუნთქვის გაძნელება, „მოხჩობის“ შეგრძნება, ხველა, ცხვირიდან გამონადენი, ცრემლდენა, თვალების, ცხვირის ქავილი და ა.შ.

როგორ მოიქცეთ, თუ აღმოჩნდით გარემოში, სადაც გამოყენებულ იქნა ნებისმიერი სახის ასაფეთქებელი საშუალება?

– მიიღეთ თქვენი ალერგიის საკონტროლო პრეპარატები!

– შენობაში, ასაფეთქებელი საშუალებების შემთხვევით გაშვების შემთხვევაში, გაანიავეთ ოთახი, ჩამოიბანეთ თვალები და სახე!

– მოერიდეთ ფეირვერკების ქვეშ დგომას!“

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …