მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » პედაგოგები, ბაღის პერსონალი, ორსულები – კიდევ ვის შეეძლება გრიპის ვაქცინის უფასოდ გაკეთება?

პედაგოგები, ბაღის პერსონალი, ორსულები – კიდევ ვის შეეძლება გრიპის ვაქცინის უფასოდ გაკეთება?

ცნობილია ის რისკჯგუფები, რომლებიც წელს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას სახელმწიფოსგან უფასოდ მიიღებენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, ეს რისკჯგუფებია:

დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები.

სხვა პრიორიტეტული ჯგუფებია: ბავშვთა (მათ შორის მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; ორსულები; 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები;  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები.

ამასთან, სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებულ პირებად განისაზღვრნენ:  სამედიცინო პერსონალი, ასევე სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან; ფრინველებთან მომუშავე პერსონალი; მეცხოველეობაში დასაქმებულები/ფერმების თანამშრომლები;მონადირეები; ვეტერინარები, ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე კონტინგენტი. საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში წამსვლელი სამხედრო მოსამსახურეები; სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები; პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი.

ბრძანების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 8 ოქტომბერს დაიწყო და ამ პროცესის პირველი ეტაპის სამიზნედ განისაზღვრნენ დიალიზზე მყოფი პირები, ორსულები და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი.

ამასთან, გრიპის ვაქცინის ადმინისტრირება დაშვებულია COVID-19-ის ვაქცინაციასთან ერთად, ერთსა და იმავე დღეს, სხვადასხვა ზედა კიდურზე –  მხრის ზედა ნაწილში, წინააღმდეგ შემთხვევაში

რეკომენდებულია, რომ აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი იყოს 14 დღე.

 

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …