პარლამენტში დღეს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს მოუსმენენ. აზარაშვილი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზეა მიწვეული.
მინისტრი კომიტეტის წევრებს სამინისტროს 2022 წელს განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.
საუბარი, სავარაუდოდ, შეეხება პენსიების მატების, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების, ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური ხელფასის დაწესების, “დიარჯი” სისტემის მიმდინარეობისა და სხვა აქტუალურ საკითხებს.
მინისტრის გამოსვლა 15:00 საათზე დაიწყება.