პანდემიის პერიოდში საქართველოს მოსახლეობაში სქესობრივი გზით გადამადები დაავადებების რაოდენობა შემცირდა.
მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული „საქართველოს სტატისტიკურ წელიწდეული“ შეიცავს.
დოკუმენტის თანახმად, თუ პანდემიამდე წელს – 2019-ში ათაშანგის (სიფილისი) 1 059 და გონორეის 738 შემთხვევა გამოვლინდა, 2020 ში ამ მაჩვენებელმა მკვეთრად იკლო და ათაშაგნი 555 ადამიანს, გონორეა კი 270 მოქალაქეს დაუდასტურდა. რაც შეეხება 2021 წელს, როდესაც კორონავირუსის ცირკულაციის აქტიურობა შემცირდა და რეგულაციებიც მოიხსნა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების რაოდენობამ მცირედით მოიმატა, თუმცა პანდემიამდელ მაჩვენებელს მაინც მკვეთრად ჩამორჩებოდა. კერძოდ, 2021 წელს დადასტურდა ათაშანგის 724 და გონორეის 351 შემთხვევა.
jandacva.ge