მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » პაციენტები ცოცხალ რიგებში – რა ჯდება რიგის მართვის ელექტრონული სისტემის დანერგვა

პაციენტები ცოცხალ რიგებში – რა ჯდება რიგის მართვის ელექტრონული სისტემის დანერგვა

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების ნაწილში რიგის ელექტრონული მართვის და წინასწარი ჩაწერის სისტემა არ არსებობს.

ერთერთი კლინიკა, რომლის მიმართ პაციენტების მხრიდან პრეტენზიები სწორედ ამ მიმართულებით ისმის, ქევანიშვილი-ჯაფარიძის კლინიკაა, სადაც სასურველ სპეციალისტთან კონსულტაციაზე მოსახვედრად ადამიანებს ცოცხალ რიგში, ჩაწერის გარეშე უწევთ დგომა. იგივე პრობლემაა ამბულატორიული დაწესებულებების ნაწილში.

Jandacva.ge დაინტერესდა, რა თანხებთანაა დაკავშირებული მსგავსი სისტემის დანერგვა.

როგორც გაირკვა,  რიგის მართვის მოდული დამოუკიდებელი სისტემაა, რომელზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია ბანკებში, ლაბორატორიებში და სხვა სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში. თუმცა  პროგრამა საკმაოდ ძვირია, მისი ღირებულება 25 ათასი დოლარიდან იწყება და კაბინეტების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

რიგის მართვის სისტემა საგრძნობლად ამარტივებს და რაც მთავარია ასწრაფებს მომსახურების პროცესს.

ცნობილია, რომ რიგის მართვის სისტემით სარგებლობის უპირატესობებია ლოდინის დროის შემცირება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, მომხმარებლის ერთგულების გაზრდა, პერსონალის ეფექტურობის გაუმჯობესება, საოპერაციო ხარჯების შემცირება და შემოსავლის გაზრდა.

 

Jandacva.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …