ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში ორსულთა ჩართულობა დაბალია. როგორც მან “ინტერპრესნიუსის” კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, იმუნიზაციის პროცესში განსაკუთრებით აქტიურობენ ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადების მქონე პირები.
რაც შეეხება სტატისტიკას, როგორც ის განმარტავს, გრიპის ვირუსის ცირკულაცია მინიმალურია და ერთეული შემთხვევები გამოვლინდა.
„გრიპის საწინააღმდეგო 200 ათასი ვაქცინა იყო შეძენილი. პროცესი დავიწყეთ და აქტიურად მიმდინარეობს ყველა რეგიონში. მონაწილეობა მეტად აქტიურია ხანდაზმულებში, ქრონიკული დაავადების მქონე პირებში, თუმცა, ძალიან დაბალია ორსულების მხრიდან მონაწილეობა, რაც ძალიან საყურადღებოა. მაქსიმალურად ვცდილობთ მივაწოდოთ ინფორმაცია. ჯერ გრიპის ვირუსის ცირკულაცია მინიმალურია, ერთეული შემთხვევები გამოვლინდა”, -აღნიშნავს გაბუნია.
შეგახსენებთ, რომ გრიპის გართულებების კუთხით ერთერთ ყველაზე მაღალი რისკი ჯგუფად სწორედ ორსულები ითვლებიან. ამიტომ მედიკოსები მათ აქტიური იმუნიზაციისკენ მოუწოდებენ.