მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ონკოლოგიური პაციენტებისა და ექიმების პეტიციას დღეს პარლამენტში განიხილავენ

ონკოლოგიური პაციენტებისა და ექიმების პეტიციას დღეს პარლამენტში განიხილავენ

საქართველოს 6000-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერილი პეტიციის – „მკურნალობაზე სრული და თანაბარი ხელმისაწვდომობა ონკოლოგიური დაავადებების მქონე საქართველოს ყველა მოქალაქეს“ განხილვა დღეს პარლამენტში გაიმართება.

შეხვედრის ინიციატორია პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოს“ და კავკასიის ონკოსაზოგადოება „Hope“,

შეხვედრაზე „ევროპა დონა საქართველოს“ ხელმძღვანელი ანა მაზანიშვილია მიწვეული.

ერთერთი მომხსენებელია საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში. ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის დაფინანსების წლიური ლიმიტი 25 ათას ლარს შეადგენს, თუმცა პაციენტები და ექიმები აცხადებენ, რომ ეს არასწორი მიდგომაა, რადგან პაციენტთა ნაწილს 25 ათასი ლარი არ ესაჭიროება, ნაწილს კი, კიბოს გარკვეული სახეობების სირთულიდან გამომდინარე, გაცილებით მეტი დაფინანსება სჭირდებათ. ამიტომ ისინი აქციების, პეტიციებისა და სხვადასხვა ღონისძიების ფორმით წლებია ითხოვენ ამ მიდგომის შეცვლას.

გარდა ამისა, მათი თქმით, ქვეყანაში უნდა შეიქმნას დაზღვევის უნივერსალური პაკეტი, რომელშიც ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის დაფინანსების ლიმიტი მაღალი იქნება და არა ისეთი, როგორიც ახლაა, როცა პაკეტების დიდ ნაწილში ონკოლიმიტი საერთოდ არაა ან ძალიან მცირეა.

სწორედ აღნიშნულ საკითხს შეეხება პეტიცია, რომლის განხილვაც დღეს პარლამენტში იგეგმება.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …