მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ოჯახის ექიმმა უნდა იზრუნოს მეტი ადამიანი ჩაერთოს გეგმიურ გამოკვლევებში
ოჯახის ექიმმა უნდა იზრუნოს მეტი ადამიანი ჩაერთოს გეგმიურ გამოკვლევებში

ოჯახის ექიმმა უნდა იზრუნოს მეტი ადამიანი ჩაერთოს გეგმიურ გამოკვლევებში

სოფიო ვერულაშვილი:ოჯახის ექიმმა უნდა იზრუნოს მეტი ადამიანი ჩაერთოს გეგმიურ გამოკვლევებში. პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმის დაწყება დაანონსდა. რეფორმა პრევენციული, პროფილაქტიკური მედიცინის როლის გაზრდას გულისხმობს.
აღნიშნულ რეფორმას საქართველოს ფსიქოლოგთა და ფსიქიატრთა ასოციაციის პრეზიდენტი, სოფიო ვერულაშვილი გამოეხმაურა.

,,საქართველოში პრევენციული ანუ პროფილაქტიკური სამედიცინო მომსახურებისა და ამ კულტურის დეფიციტია. კარგი იქნება, თუ გარკვეული საინფორმაციო–საგანმანათლებლო საქმიანობას დაიწყებს ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობასა და მედპერსონალთან.

რაც შეეხება ოჯახის ექიმებს, ძალიან კარგი იქნება თუ მათი კვალიფიკაცია ამაღლდება ამ თვალსაზრისითაც. ოჯახის ექიმს მოეთხოვება, რომ მრავალი პროფილით იყოს კომპეტენტური, შეეძლოს საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სპეციალისტთან სწორად გადაამისამართოს პაციენტი, ასევე მისი მოვალეობა უნდა იყოს ოჯახის წევრებთან აწარმოოს პრევენციული, პროფილაქტიკური, საგანმანათლებლო მუშაობა. ასევე იზრუნოს იმაზე, რომ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს გეგმიურ გამოკვლევებში“, – მიაჩნია ვერულაშვილს.

დღეს ქვეყანაში მოქმედებს პროგრამები, რაც გარკვეულ უფასო გამოკვლევებსაც გულისხმობს. მოსახლეობას ხშირად მიეწოდება კიდეც ინფორმაცია ამის შესახებ, მაგრამ მაინც ბევრი არ სარგებლობს ამ შესაძლებლობით, ბევრიც ვერ ხვდება გეგმიური გამოკვლევის საჭიროებას. ამ მხივ სერიოზული საგანმანათლებო სამუშაოა ჩასატარებელი,“– აღნიშნა სოფიო ვერულაშვილმა.

info9.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …