მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდა შესაძლებლობა მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას
სახელმწიფომ პაციენტს, რომელიც 10–20 წელი არ იყო მოსული ექიმთან მისცა შესაძლებლობა, რომ მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას და დამარცხონ ქრონიკული დაავადებები.

ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდა შესაძლებლობა მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას

ჯანდაცვის რეფორმებზე საუბრობს კლინიკა ,,იუნონას’’ ოჯახის ექიმი ჯული შამელაშვილი. ექიმის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ჯანდაცვის პირველად რგოლში მომუშავე ექიმების ხელფასის გაზრდა. 

,,ჩემი აზრით, ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა მისასალმებელია. კმაყოფილია როგორც ექიმი, ასევე პაციენტი. ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, თუ პირველადი ჯანდაცვის რგოლში მომუშავე ექიმებს გაეზრდებათ ხელფასი. ისინი მართლაც ძალიან დიდ შრომას სწევენ პაციენტებთან მიმართებაში.

რაც შეეხება ექიმების დატრენინგებას, ესეც ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ამ ტრენინგებს ადრე სავალდებულო სახე ჰქონდა, ახლა კარგა ხანია აღარ ჩატარებულა და თუ ეს ტენდენცია ისევ დაინერგება, ძალიან მოხარული ვიქნები“, – ამბობს ოჯახის ექიმი.

მისი აზრით, პირველადი რგოლის რეფორმა ნამდვილად იქნება ხარჯებთან დაკავშირებული, მაგრამ მიაჩნია, რომ ეს აუცილებლად გასაწევი ხარჯია. პირველადი რგოლის მნიშვნელობა მსოფლიოს მასშტაბით არის აღიარებული.

ჩვენს შემთხვევაში, პაციენტს, რომელიც 10–20 წელი არ იყო მოსული ექიმთან, სახელმწიფომ მისცა შესაძლებლობა, რომ მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას. თუ პირველადი რგოლი კიდევ უფრო გაძლიერდება, გაიზრდება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, განვითარდება პოლიკლინიკებისა და ამბულატორიების ინფრასტრუქტურა და სხვა, ვფიქრობ, ყველა მოგებული დარჩება, ექიმიც, პაციენტის და სახელმწიფოც“, – მიაჩნია შამელაშვილს. 

მედიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს უკვე ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამები იძლევა შესაძლებლობლობას, რომ პაციენტებმა დროულად დაამარცხონ ან მართონ ქრონიკული დაავადებები ოჯახის ექიმის მეშვეობით და თავიდან აიცილონ მძიმე შედეგები.

droni.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …