ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა დადებიათად შეაფასა შპს აკად. ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის უროლოგიის ცენტრის ექიმმა უროლოგმა და მედიცინის დოქტორმა ვლადიმერ პაპავამ.
მედიკოსის განცხადებით, პირველადი რგოლის რეფორმის ფარგლებში დაავადებათა პრევენცია მნიშვნელოვანია და ნაადრევი დიაგნოსტიკა და სტრინინგი, პაციენტებს სასიკეთოდ წაადგებათ.
,,ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა მნიშვნელოვანი წინგადაგმული ნაბიჯია. ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევას მივესალმები. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში დაავადებების პრევენცია, მათ შორის, ნაადრევი დიაგნოსტიკა, სტრინინგი, თავის მხრივ, პაციენტებს სასიკეთოდ წაადგებათ,“ – მიაჩნია მედიკოსს.
ვლადიმერ პაპავამ ჯანდაცვის პირველადი რგოლის წარმატების წინაპირობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოჯახის ექიმების პროფესიული ტრენინგებში მონაწილეობა და სადიაგნოსტიკო მეთოდებში ინფორმირებულობა ასევე ცალსახად მნიშვნელოვანია.
,,ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია, ოჯახის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიული ტრენინგებში ჩართულობა. ისინი ფართო სპექტრში მონაწილეობენ, შესაბამისად, მათი პროფილის გათვალისწინებით, სადიაგნოსტიკო მკურნალობის მეთოდებზე ინფორმირებულობა მნიშვნელოვანია.
მათთვის ცნობილი უნდა იყოს რა არის გაიდლაინებით მიწოდებული და არა, გარდა ამისა, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პაციენტებში აამაღლონ ექიმთან ვიზიტის კულტურა, რათა არ ელოდნონ დაავადების გამწვავებას, დროულად მოახდინონ დიაგნოსტიკა და ყურადღება მიაქციონ საკუთარ ჯანმრთელობას.
თუნდაც გრიპის ვირუსით დაავადების შემთხვევაში, არსებული პრობლემა სერიოზულად აღიქვან, დროულად უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს, რომელიც შესაბამისი მკურნალობის კურსის ჩატარების შემდეგ დროულას აღმოფხვრის ვირუსს,’’ – მიაჩნია ვლადიმერ პაპავას.
ექიმმა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მსოფლიოში უპრეცედენტო შემთხვევაა.
,,რაც შეეხება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას, ხუთ ბალიანი სისტემით რომ ფასდებოდეს, 5 პლუსით შევაფასებდი. პაციენტები კმაყოფილები არიან და შესაბამისად, ექიმებიც. ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა მიეცა, რომ გაიკეთოს ოპერაცია, ჩაიტაროს შებასამისი გამოკვლევები და ა.შ. მართლაც, რომ უპრეცენდენტო რეფორმაა, რომელიც მთელს მსოფლიოში სამაგალითოა’’.