მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » მომხმარებელმა უნდა იცოდეს რას ნიშნავს ჯენერიკი და რით განსხვავდება ის ორიგინალისაგან
ხელმისაწვდომობასთან ერთად, აუცილებელია მოსახლეობის სათანადო ინფორმირებაც, რას ნიშნავს ჯენერიკ მედიკამენტები და რით განსხვავდება ის ორიგინალი პრეპარატისგან.

მომხმარებელმა უნდა იცოდეს რას ნიშნავს ჯენერიკი და რით განსხვავდება ის ორიგინალისაგან

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამები შეაფასა და მიმდინარე რეფორმების დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრა ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის’’ ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი კაპანაძემ.

კაპანაძის განცხადებით, ჯანდაცვის სექტორის სრულად წარმატებისთვის აუცილებელია საყოველთაო პროგრამასთან ერთად დიდი ყურადღება პირველადი ჯანდაცვის რგოლსაც დაეთმო.

„პირველადი ჯანდაცვა ჯანდაცვის სისტემის საძირკველია, ამიტომ აღნიშნული რგოლის გამართული ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია.  დღეს, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა საკმაოდ, წარმატებულად მუშაობს,აუცილებელია, რომ სათანადო ყურადღება  პირველად ჯანდაცვას დაეთმოს, რათა ჯანდაცვის სექტორის რეფორმა წარმატებით განხორციელდეს.  თუ პირველადიჯანდაცვა და ოჯახის ექიმის ინსტიტუტი ქვეყანაში განვითარებული არ არის,პაციენტი მუდამ იქნება დაბნეული და სამედიცინო მომსახურებაზე ფულს არაექფექტურად დახარჯავს.“

არსებული მონაცემებიდან ჩანს, საქართველოს ჯანდაცვის სფეროში,  წელიწადში დაახლოებით 2 მილიარდი ლარი იხარჯება, როგორც სახელმწიფოს,  ასევე მოსახლეობის მხრიდან. საიდაც 40% მოდის მედიკამენტებზე,  ეს კი საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, სხვა ქვეყნებში იგივე მაჩვენებელი 15 პროცენტს არ აღემატება.

„ჩვენ მსოფლიოში ყველაზე მეტს ვხარჯავთ მედიკამენტებზე და ამისუმთავრესი მიზეზი ოჯახის ექიმის ინსტიტუტის დაბალი ცნობადობაა, პაციენტები უბრალოდ თავს არიდებენ ოჯახის ექიმს, და პირდაპირ, მისი რჩევის გარეშე მიმართავს აფთიაქს. არადა, ოჯახის ექიმითან მიმართვის შემთხვევაში,მედიკამენტების შეძენა გაცილებით  რაციონალური იქნებოდა და ამავდროულად,ჰოსპიტალურ სექტორზე მიმართვიანობაც შეამცირებდა’’.

გიორგი კაპანაძემ ასევე ისაუბრა იმ წინაპირობებზეც, რისი განხორციელებაც აუცილებელია და დადებითად აისახება ჯანდაცვის პირველადი რგოლის განვითარებაზე.

,,ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის პროცესში რეალური ეკონომიკური ეფექტის მისაღწევად აუცილებელია სექტორში დასაქმებული მედიკოსების შრომის ღირსეული ანაზღაურება და სისტემაში ხარჯეფექტურობის მიღწევა. დღესდღეობით,ოჯახის ექიმის ყოველთვიური ხელზე ასღები ხელფასი  400 ლარს, ექთნის კი 200ლარს არ აღემატება, რაც საკმაოდ მიზერული თანხაა და აუცილებელია მისი ეტაპობრივად ზრდა.

ასევე, მნიშვნელოვანია ფაქტია ის, რომ სახელმწიფოს ამ პროცესის ხელშემშლელი ან მარეგულირებელი რაიმე ბერკეტი კანონმდებლობით არ გააჩნია და აუცილებელია, რომ რეფორმის პროცესში ეს საკითხიც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული. რეფორმირების დროს აუცილებლად უნდა მოხდეს კადრების გადამზადება და პირველადი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარება, მისი გაუმჯობესება. განსაკუთრებით,აუცილებელია სოფლებში ამბულატორიების მატერიალურ-ტექნიკური სათანადო აღჭურვა. მიღწეულ უნდა იქნას ორმხრივი ეკონომიკური ეფექტი.

ერთის მხრივ,პირველადი ჯანდაცვის სისტემის გამართულად ფუნქციონირების შემთხვევაში, ანუ,ადგილზე სწორი დიაგნოსტირებისა და სწორი მკურნალობის დანიშვნისას,პაციენტებს შეუმცირდებათ დანახარჯები მედიკამენტებზე და მეორეს მხრივ კი,შენელდება მიმართვიანობა ჰოსპიტალური სექტორისადმი, რაც შეამცირებს ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ფინანსურ მოცულობას’’.

,,აფბა’’-ს ვიცე-პრეზიდენტმა მედიკამენტების ფასებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მედიკამენტებზე არსებული მაღალი ფასების ფონზე, უმნიშვნელოვანესია, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტის სეგმენტი გაფართოვდეს. 

„ჯანდაცვის სექტორის მთლიანი ხარჯებიდან, 40% იხარჯება მედიკამენტებზე, რაცსაკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამავდროულად, უცნობია თუ როგორ ხდებამედიკამენტებზე ფასწარმოქმნა, გაურკვეველია მედიკამენტის ხარისხი, როგორ ხდება ქართულ ბაზარზე შემოტანა და შემდეგ რეალიზაცია.

მედიკამენტებზე არსებული მაღალი ფასების ფონზე კი, უმნიშვნელოვანესია, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე  ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტი გაფართოვდეს. თუმცა, რა თქმა უნდა,ეს ჯენერიკ მედიკამენტები უნდა აკმაყოფილებდეს სათანადო, GMP სტანდარტებს.ჯენერიკების არსებობა ბაზარზე, მოსახლეობას საშუალებას მისცემს, რომ შეიძინონ დაბალფასიანი მედიკამენტები, რომელსაც სათანადო ეფექტი ექნება. თუმცა,ხელმისაწვდომი მედიკამენტების არსებობასთან ერთად, აუცილებელია მოსახლეობის სათანადო ინფორმირებაც, რათა მათ იცოდნენ, თუ რას ნიშნავსჯენერიკ მედიკამენტები და რით განსხვავდება ის ორიგინალი პრეპარატისგან’’.

1news.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …