მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » „მინდა, რომ ებრალებოდეთ საკუთარი მოსახლეობა და ასე არ ექცეოდნენ მას“, – ბიძინა კულუმბეგოვი პოლიტიკურ აქციებზე
kulu

„მინდა, რომ ებრალებოდეთ საკუთარი მოსახლეობა და ასე არ ექცეოდნენ მას“, – ბიძინა კულუმბეგოვი პოლიტიკურ აქციებზე

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ეპიდემოლოგიური კუთხით „კატასტროფის მომტანს“ უწოდებს დიდ შეკრებებს, რომლებიც, მისივე თქმით, „გაგანია პანდემიაშიკვირაგამოტოვებით ეწყობა.

მისი განცხადებით, რა მიზანსაც უნდა ემსახურებოდეს ეს შეკრებები და ვინც უნდა იყოს მათი ორგანიზატორი, წმინდა სამედიცინო კუთხით ეს კატასტროფის მომტანი იქნება.

„სამწუხარო რეალობაა, ესაა კატასტროფის მომტანი წმინდა სამედიცინო კუთხით. მინდა, რომ ებრალებოდეთ საკუთარი მოსახლეობა და ასე არ ექცეოდნენ მას, „ – განაცხადა კულუმბეგოვმა.

მან ვაქცინაციის დაბალ ტემპებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ რეალისტები ვიქნებით, წლის ბოლომდე მოსახლეობის 75-80%-ის აცრა, რაც აუცილებელია ეპიდემიის გარდატეხისთვის, ვერ გამოვა და ამის პერსპექტივას იმუნოლოგი ვერც უახლოეს პერსპექტივაში ხედავს.

მისივე განმარტებით, ყველა წინასწარი გამოკითხვა აჩვენებდა,  რომ 37% ოს ფარგლებშია იმ ადამიანების წილი, რომლებსაც სურდათ აცრის გაკეთება. დანარჩენი კი რეზისტენტული მოსახლეობაა, რომელზეც დიდი გავლენა აქვს რელიგიურ ჯკგუფებს, სოცქსელებსა და სხვადასხვა ექსპერტს. ამიტომ, როგორც ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, სწორი სტრატეგია იყო დასაგეგმი, თუმცა გვიან არასდროს არაა.

რაც შეეხება სავალდებულო ვაქცინაციას, კულუმბეგოვის განცხადებით, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში საყოველთაო სავალდებულო ვაქცინაცია არ არის და ამ თემის განხილვაში დროის დაკარგვა არ შეიძლება.  მისი თქმით, სავალდებულო ვაქცინაცია მთელ პოპულაციაზე ვერ იქნება და ვერც ჩვენი ქვეყანა გააკეთებს ამას. საუბარი უნდა იყოს კოვიდ საშვზე, რომელზეც დაიტანება ინფორმაცია მისი მფლობელის ვაქცინაციის, კოვიდის გადატანის სტატუსის შესახებ და პისიარ ან ანტიგენის  ტესტის განახლებადი სტატუსები.

„ვისაც პრობლემა აქვს აპლიკაციებთან ურთიერთობაში, შესაძლოა, კოვიდ-საშვს მათთვის ჰქონდეს ქაღალდის ფორმა. მხოლოდ ამ საშვით უნდა იყოს შესაძლებელი  ღია სივრცეებში, ტრანსპორტში, მათ შორის საქალაქთაშორისო ტრანსპორტში შესვლა. ეს მოგვცემს აცრების დამატებით 30-40%-იან წახალისებას. ეს გადაწყვეტილება ლეტალობის ჯოჯოხეთურ ციფრებს 5-6-ჯერ მაინც შეამცირებს.

როცა ადამიანს ამ არჩევანს მისცემენ, სავალდებულო არ უნდა იყოს ვაქცინაცია. სავალდებულო აცრებს მხარს ვუჭერ კონკრეტულ სეგმენტში – მათ შორის ექიმებში, რომლებსაც შეხება აქვთ ბევრ პაციენტთან და ამასთან, უნდა იყვნენ მორალური მაგალითი სხვა ადამიანებისთვის,“- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა და გამოთქვა სურვილი, ეს გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად იქნას მიღებული.

მისივე განმარტებით, ავიცრებით თუ არ ავიცრებით, ვირუსი მაინც მოგვძებნის და აცრების დაბალი მაჩვენებლის პირობებში 75-80%-იანი იმუნიტეტი ერთი წლის განმავლობაში ბუნებრივი გზით იქნება მიღწეული, რაც ნიშნავს 1,5 მილიონ დაინფიცირებულ ადამიანებს, საიდანაც 1%, ანუ 15 ათასი ადამიანი დაიღუპება. ამ ადამიანების უმრავლესობის გადარჩენა კი ვაქცინაციითაა შესაძლებელი, რადგან აცრა ლეტალობას 11-ჯერ ამცირებს.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …