მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ოჯახის ექიმის ინსტიტუტს
ჯანდაცვის სამინისტრო აპირებს პოლიკლინიკების და ამბულატორიების გაძლიერებას,ასევე კარგი იქნება თუ მეტი ყურადღება მიექცევა ოჯახის ექიმის ინსტიტუტს.

მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ოჯახის ექიმის ინსტიტუტს

მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ოჯახის ექიმის ინსტიტუტს.თბილისი (BPI) -ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებს ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე გამოეხმაურა 

„საყოველთაო ჯანდაცვის შესახებ, როგორც მოქალაქეს, დადებითი  პოზიცია გამაჩნია, თუმცა, როგორც ვხვდები ეს პროგრამა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და  სახელმწიფოსაც ძვირი უჯდება. რაც შეეხება პირად გამოცდილებას, გეტყვით, რომ დედა როდესაც ავად იყო, უფასო სასწრაფო სამედიცინო მომსახურებით ვსარგებლობდით, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი შეღავათია ოჯახისთვის.

ერთის მხრივ კარგია, რომ ჯანდაცვის უწყება  მოსახლეობას თანაბარ სერვისებს სთავაზობს და არ გამოყოფს მდიდარსა და ღარიბს. თუმცა როდემდე შესწვდება ამას ჩვენი ღარიბი ქვეყნის ბიუჯეტი, ეს მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია“,– აცხადებს ნიჟარაძე.

„რამდენადაც გავიგე, ჯანდაცვის სამინისტრო აპირებს პირველადი რგოლის, ანუ პოლიკლინიკების და ამბულატორიების გაძლიერებას. ეს მიდგომა სწორად მიმაჩნია, ვფიქრობ, მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ოჯახის ექიმის ინსტიტუტს, თუმცა დაბეჯითებით ვერ ვიტყვი, რა შედეგი შეიძლება იქონიოს ამან  სამომავლოდ, რადგან ჯერ  რეფორმა არ დაწყებულა. რამდენადაც ცნობილია, მისი მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. 

ერთი რამ ცხადია, – საქართველოს მოსახლეობისთვის დამახასიათებელია ღარიბის ფსიქოლოგია. ხოლო ღარიბის ფსიქოლოგიისთვის ერთ–ერთი დამახასიათებელი ნიშანია, რომ არ უყვარს ჯანმრთელობაზე ფულის დახარჯვა. თუ სერვისები უფასოა, ისარგებლებს, მაგრამ სხვა შემთხვევაში ნაკლებად მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას“– აღნიშნა გაგა ნიჟარაძემ.

ჯანდაცვის სამინისტრომ, ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა პრიორიტეტად გამოაცხადა. აღნიშნული რეფორმა საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამების პარალელურად განხორციელდება.  ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმის განხორციელებაში, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი“ გაუწევს კონსულტაციებს.

bpi.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …