მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის სპეციფიკური პროგრამა
კარგი იქნება თუ ჯანდაცვის სამინისტრო პირველადი რგოლის რეფორმაში ჩადებს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის სპეციფიკურ პროგრამას, ან გაითვალისწინებს შეღავათებს.

მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის სპეციფიკური პროგრამა

თამარ კიკნაძე: კარგი იქნება თუ ჯანდაცვის სამინისტრო პირველი რგოლის რეფორმაში მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის რაიმე სპეციფიკურ პროგრამას ჩადებს.

დაავადების პრევენციის მნიშვნელობასა და მედიკამენტების ფასსა და ხარისხზე ექიმ–გინეკოლოგ თამარ კიკნაძეს ვესაუბრეთ.

მისი თქმით, ლოგიკურია, რომ თუ დაავადების ნაადრევი პრევენცია მოხდება, გართულებების თავიდან აცილების მეტი შანსი იარსებობს და შესაბამისად, დაიზოგება სამკურნალო ხარჯებიც.

„რამდენად იქნება ასეთი მიდგომა გამოსავალი ჯანდაცვის სამინისტროსა და ზოგადად, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, ვერ გეტყვით, თუმცა ცოტათი მაინც რომ გააუმჯობესებს ხარჯთეფექტურობის ხარისხს, აშკარაა“, – მიაჩნია კიკნაძეს.

მისი აზრით, კარგი იქნება თუ ჯანდაცვის სამინისტრო პირველადი რგოლის რეფორმაში ჩადებს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის რაიმე სპეციფიკურ პროგრამას, ან გაითვალისწინებს გარკვეულ შეღავათებს.

„ძალიან ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ ჩემთან მოსული პაციენტები წინასწარ მეუბნებიან არ გამოვუწერო ძვირადღირებული წამლები. ასეთ დროს ვცდილობ ალტერნატიული იაფი მედიკამენტი შევურჩიო, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად ყველა წამლის ფასი არ ვიცით, მით უმეტეს ვალუტის კურსის ცვლილებაც ახდენს უკვე მნიშვნელოვან გავლენას ფასებზე, ცოტა რთულია ამ საკითხის დარეგულირება. ამიტომ ვურჩევ პაციენტებს შეარჩიონ წამლის საყიდლად აფთიაქში ფასდაკლების პერიოდი.

თუ არ ვარ წამლის ხარისხსა და ეფექტიანობაში დარწმუნებული, არ დავუნიშნავ ამ წამალს პაციენტს. მხოლოდ იმიტომ, რომ წამალი იაფია, არ ღირს დანიშვნა სამკურნალოდ. მაგრამ არის ზოგი მედიკამენტი, რომელიც თითქმის იგივენაირად მოქმედებს, როგორც ძალიან ძვირადღირებული პრეპარატი.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დაავადების კატეგორიაც, თუ საკმაოდ სერიოზული დიაგნოზია, ვთხოვ ხოლმე პაციენტებს შედარებით გამოცდილი, სანდრო, თუმცა ძვირადღირებული მედიკამენტი შეიძინოს როგორმე. ფასდაკლების პერიოდში 20 და 25 პროცენტით ნაკლები ფასი ბევრისთვის დიდი შეღავათია“, – აცხადებს მედიკოსი.

ჯანდაცვის სამინისტრომ პირველადი რგოლის რეფორმა ახალ პრიორიტეტად გამოაცხადა. რეფორმის სამოქმედო გეგმა ოქტომბრის ბოლოს იქნება მზად. რეფორმის განხორციელებაში სამინისტროს, საერთაშორისო კომპანია „გლობალ ალიანსი“ გაუწევს კონსულტაციას.

pirveliradio.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …