მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » მარინა შიხაშვილი: აუცილებელია, შევქნათ ქართული მოდელი და გავითვალისწინოთ სხვა ქვეყნების გამოცდილებაც
რეკომენდაციები საკმაოდ მკაცრია, ეს საშუალებას გვაძლევს, გავაკეთოთ ადაპტაცია, გავატაროთ რეფორმები და ქართული მოდელი შევქმნათ.

მარინა შიხაშვილი: აუცილებელია, შევქნათ ქართული მოდელი და გავითვალისწინოთ სხვა ქვეყნების გამოცდილებაც

„გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი საქმიანი ვიზიტის ფარგლებში სამოქალაქო სექტორისა და სამედიცინო სფეროს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. 

ბერნარ კუშნერმა ერთ-ერთი მორიგი  შეხვედრა  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში (http://ncdc.geNCDC) ჯანდაცვის სამინისტროს, პირველადი ჯანდაცვის რგოლისა   და ქართული სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართა და მათთან ერთად  პირველადი ჯანდაცვისა და მიმდინარე რეფორმების საკითხებზე იმსჯელა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „გლობალური ალიანსის“ სტრატეგიული დაგეგმარების ხელმძღვნელი, ექსპერტი პიტერ მაკარა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და ჯანდაცვის სფეროს სხვა წარმომადგენლები.

ბერნარ კუშნერი მიესალმება და წარმატებული უწოდა  საქართველოს მთავრობის ძალისხმევას და მათ აქტიურ ჩართულობას პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარებისა და გაძლიერების მიმართულებით.

“დღეს პირველადი ჯანდაცვა  ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.  მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტრო თანამშრომლობს ,,გლობალურ ალიანსთან“ სხვადასხვა საკითხებზე და მათ შორის ერთ-ერთი  პირველადი ჯანდაცვის რეფორმა და მისი გაძლიერების სტრატეგიის შემუშავებაა, -განმარტა კუშნერმა და აღნიშნული რეკომენდაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს რეკომენდაციები, რადგან  ისინი დაფუძნებულია საუკეთესო საერთაშორისო   პრაქტიკაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ქართველი ექსპერტების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა მოხდეს ამ რეკომენდაციების ადაპტირება საქართველოს კონტექსტზე. საბოლოოდ, ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი სტრატეგიის სამოქმედო დოკუმენტი, რომელიც მისაღები იქნება ჩვენთვის. რომელიც საბოლოო ჯამში გაზრდის პირველადი ჯანდაცვის ხარისხიან  სერვისებზე ხელმისაწვდომობას. ასევე იქნება მოწოდებული გარკვეული მასტიმულირებელი მექანიზმები იმისათვის, თუ როგორ ავამაღლოთ პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ხარისხი და, ზოგადად, როგორ გავზარდოთ პირველადი ჯანდაცვის ექიმების მოტივაცია”.

პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენელმა მარინა შიხაშვილმა პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით გადაგმულ ნაბიჯებს მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა:

 „თავისთავად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ძალიან დიდი პროგრესია, რადგან 2012 წლის შემდეგ, რაც ეს პროგრამა ამოქმედდა ყველა ასაკის მოსახლეს საშუალება მიეცა ხელმისაწვდომი ჰქონოდა  საოჯახო მედიცინის სერვისები, ოჯახის ექიმის კონსულტაცია და  სხვა. ახლა იმედი გაგვიჩნდა და  ველოდებით ბევრად უფრო გაფართოებულ პირველადი ჯანდაცვის პროგრამას, რომელსაც კიდევ უფრო მეტად დაუჭერს მხარს საქართველოს მთავრობა. რეკომენდაციები საკმაოდ მკაცრია, თუმცა დასახვეწია და მოსარგები ჩვენს ქვეყანასა და შესაძლებლობებზე.  ეს საშუალებას გვაძლევს, გავაკეთოთ ადაპტაცია, გავატაროთ რეფორმები და ქართული მოდელი შევქმნათ.

რა თქმა უნდა, ახალი ველოსიპედი არ უნდა გამოვიგონოთ და უნდა გავითვალისწინოთ სხვა ქვეყნების გამოცდილებაც.  ბერნარდ კუშნერი ზოგადად მიიჩნევს, რომ  ხელმისაწვდომობა და პირველადი ჯანდაცვის მედიკამენტებით უზრუნველყოფა  ჯანდაცვის ძირითადი ამოცანაა. ვეთანხმები და საკმაოდ მნშვნელოვანია“.

„საქართველოს მთავრობამ პირველადი ჯანდაცვა ქვეყნის პრიორიტეტად აღიარა, სადაც მნიშვნელოვანი ქმედითი ღონისძიებების გატარება უკვე დაიწყოდა ეს მისასალმებელია“, – აღნიშნა ექსპერტმა პიტერ მაკარამ და მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობაზეც ისაუბრა, ამასთან, აღნიშნა, რომ მისი სწორად და მიზანმიმართულად განხროციელება აუციელებელია და მის სირთულეზეც მიანიშნა:

„ჩვენი შემოთავაზება ასეთია,  საავადმყოფოები და პირველადი ჯანდაცვა უნდა იყოს ერთად.ეს არის ძალიან რთული, მაგრამ აუცილებელი. ზოგადად დიდი რეფორმის, დიდი ცვლილების განხოციელება ძალიან რთულია. ასეთია საზოგადოებრივი აზრი და პოლიტიკოსების სტრატეგიები.  ჩვენ მათ უნდა დავუმტკიცოთ ეფექტიანობა იმ დახარჯული თანხებისა, რაც ამ პროცესების დალაგებასა და დარეგულირებაში დაიხარჯება. სასურველია, დაავადებების პრევენციაში უფრო მეტი თანხა იქნეს მობილიზებული. თუმცა როცა ვსაუბრობთ პრევენციაზე, და აღნიშნული ინიციატივა სამინისტროდან მოდის, თავდაპირველად,  საჭიროა ადამიანების ცხოვრების წესის შეცვლა.

მახსოვს ჩემს ქვეყანაში გავიარეთ გარკვეული ეტაპები, გარკვეული სირთულეები, თუ როგორ უნდა შეგვეცვალა სისტემა. დღეს ჩვენს ქვეყანაში სამედიცინო ქირურგიული ოპერაციების კომპენსაცია კერძო კლინიკებში თითქმის იგივეა, რაც საზოგადოებრივ საავადმყოფოებში, მაგრამ ამას დასჭირდება წლები. თუ შესაძლებელია ექიმებს უფრო მეტი უნდა გადავუხადოთ.  სხვაგვარად, ისინი კერძო სისტემაში წავლენ. ამ ყველაფრის ასე ჩამოყალიბება მარტივია,  მაგრამ საკმაოდ რთულია ამის განხორციელება. სწორედ, პროცესების სწორად დარეგულირებაში “გლობალური ალიანსისგან“ საჭირო და დროულ რეკომენდაციებს მიიღებთ“.

დასასრულს, ბერნარ კუშნერი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და “გლობალური ალიანსის” ერთობლივი საბჭოს სხდომას დაესწრო, რომელზეც საქართველოს მთავრობასა და ალიანსს შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე  გათვალისწინებული  მომზადებული პროექტები წარადგინეს.

news.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …