„რა გაწუხებთ?” – სოციალური ინიციატივის ფარგლებში, 16 000-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა. „გლობალური ალიანსისა“ და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივმა გამოკითხვამ მოსახლეობის საჭიროებები უნდა გამოავლინოს.
შედეგებს სამინისტრო შემდგომ რეფორმებში გაითვალისწინებს. ჯანდაცვის რეგიონულ ოფისებში გამოკითხვა დასრულდა. ვებ-გვერდზე www.1505.ge აზრის დაფიქსირება მოსახლეობას ისევ შეუძლია.
პარლამენტის წევრი მალხაზ წერეთელი სამინისტროს ინიციატივას გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ სასურველია ჯანდაცვის სამინისტრომ ხალხის აზრი მომავალი რეფორმების გატარებისას გაითვალისწინოს.
„ჯანდაცვის სფეროში ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, უფრო მეტი ახალი პროგრამა და პროექტი იგეგმება. ბუნებრივია, არსებობს ხარვეზებიც. მათი გასწორება მარტო სამინისტროდან დანახული სურათით ძნელია და ძალიან კარგია, რომ ამ საქმეში მოსახლეობაცარის ჩართული. უნდა გააქტიურდეს ის ხალხი, ვინც ამ საკითხში პროფესიონალია. ამდენი კეთილი საქმის შემდეგ ასეთი ხარვეზების გასწორება ყველასთვისაბსოლუტურს და მისაღებს გახდის ჯანდაცვას. შემდგომ რეფორმებში თუ არ აისახა ხალხის აზრი, ისე არაფერი გამოვა.ვისთვის ვაკეთებთ მაშინ ამ ყველაფერს?!
მალხაზ წერეთელმა ასევე ისაუბრა „გლობალური ალიანსის“ ჩართულობაზე რეფომაში. მისი აზრით, უცხოური გამოცდილების გაზიარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ექსპერიმენტების ჩატარება და ახლის გამოგონება:
„გლობალური ალიანსის“ გამოცდილება უზარმაზარია, ჩვენ ახალს ვერაფერს გამოვიგონებთ. ის, რაც შედეგიანი და ეფექტიანია, ჩვენც ის უნდა გამოვიყენოთ. არ გვაქვს ექსპერიმენტების დრო არც ეკონომიკურად და არც ადამიანებს ეყოფათ ამდენი მოთმინება. სწრაფი, ეფექტიანი და ხარისხიანი უნდა იყოს რეფორმა. მათი გამოცდილება, მორგებული ჩვენ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, კარგ შედეგს მოგვცემს. მარტო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა რად ღირს, ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ მთელ მსოფლიოში, სადაც ასეთი პროგრამა ხორიელდება“.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, საზოგადოებაში ერთ-ერთ აქტუალურ თემად პირველადი ჯანდაცვის საკითხი დასახელდა, წამლების ხელმისაწვდომობასა და ექიმთა დაბალ ანაზღაურებასთან ერთად. მალხაზ წერეთლის აზრით, პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, მართლაც, ყველაზე საყურადღებო საკითხია ჯანდაცვის სფეროში:
„ხშირად პირველადი ჯანდაცვა ძნელად ხელმისაწვდომია მოსახლეობისთვის. მაგალითად, ჭიათურის შემთხვევაში, არსებობს პროგრამა, მაგრამ მასზე ყველას არ მიუწვდება ხელი. აქ ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე არ არის ლაპარაკი, პირიქით, კარგად აფინანსებენ მოსახლეობას სხვადასხვა პროგრამით. პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას რომ ვამბობ, შემდეგს ვგულისხმობ:
ხალხს სოფლიდან უწევს ჩამოსვლა, სამი საათი რიგში დგომა. პირველადი ჯანდაცვის სერვისების მისაღებად 80 კილომეტრის გავლა უხდებათ. ადგილზე უნდა მივაწოდოთ ეს სერვისები. პოლიკლინიკა სხვაგან არის, საავადმყოფო სხვაგან, წვალობს ადამიანი მთელ დღეს“.-ამბობს მალხაზ წერეთელი.