მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » მაისი ჰიპერტენზიის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა

მაისი ჰიპერტენზიის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა

„გაიზომე წნევა – ამას შენთვის გეუბნები“ გლობალური კამპანია, ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ინიციატივით ჰიპერტენზიის საერთაშორისო ასოციაციასთან Global Heart Hub ერთად უკვე მეხუთე წელია მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს. საქართველოში პროექტი კარდიოლოგიისა და ჰიპერტენზიის საზოგადოების მხარდაჭერით და ჩართულობით ხორციელდება. კამპანიის მიზანს ჰიპერტენზიის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა წარმოადგებს. ცნობიერების ამაღლება არტერიული წნევის სისტემატური შემოწმების შესახებ საფუძველია, რათა მოხდეს ჰიპერტენზიის დროული დიაგნოსტირება, მისი ეფექტური მართვა და სიცოცხლისთვის საშიში გართულებების თავიდან აცილება.

 კამპანიის ფარგლებში, 10 მაისს, 18:00 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“, გაიმართება  საქართველოს წამყვან კარდიოლოგთა შეხვედრა.  წლევანდელ კამპანია გამორჩეულად მასშტაბურია, რადგანაც 21 კარდიოლოგიური კლინიკა მონაწილეობს აღნიშნულ პროექტში. შეხვედრის მიზანია დაგეგმილი საინფორმაციო და უფასო გასინჯვების დეტალების განხილვა.

 შეხვედრას გახსნის კომპანია „სერვიეს“  დირექტორი საქართველოში მაია ხეცურიანი, რომელიც მოსულ სტუმრებს  გააცნობს კამპანიის „გაიზომე წნევა – #ამასშენთვისგეუბნები“  5 წლიან ანგარიშს.

არტერიული ჰიპერტენზია კვლავ ჯანდაცვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან სიკვდილიანობის უმთავრეს მიზეზად რჩება და პასუხისმგებელია წელიწადში 11 მილიონზე მეტ სიკვდილზე მსოფლიოში. მაღალი არტერიული წნევის მქონე ორი ადამიანიდან მხოლოდ ერთმა იცის, რომ მას აქვს მომატებული არტერიული წნევა. არადიაგნოსტირებული პაციენტების დიდი ნაწილი არის აქტიური, 60 წელზე ნაკლები ასაკისა და დაკავებული ადამიანი. აღნიშნული საკითხის აქტუალობის, დღეს არსებულ გამოწვევებსა, მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, ჰიპერტენზიის საზოგადოების პრეზიდენტი ბეჟან წინამძღვრიშვილი და კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი არჩილ ჩუხრუკიძე.

 ინფორმაციისთვის,  16-17 მაისს, 10:00-დან 18:00 საათამდე, ექსპო ჯორჯიას მე-4 და მე-5 პავილიონებში დაგეგმილია უფასო გასინჯვები. მათ, ვინც არის 40 წლის და მეტის, აწუხებს არტერიული წნევა ან აინტერესებს, არის თუ არა ჰიპერტენზიის რისკ-ჯგუფში, შესაძლებლობა აქვს სრულიად უსასყიდლოდ ჩაიტაროს ჰიპერტენზიის სკრინინგი, ადგილზე გაიაროს კარდიოლოგის კონსულტაცია, გაიზომოს წნევა და საჭიროების შემთხვევაში, გადაიღოს კარდიოგრამა. ადგილზე უფასო გამოკვლევის მისაღებად, საჭიროა წინასწარ ჩაწერა შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 0 800 100 123  ზარი უფასოა.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …