მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » „მაიმუნის ყვავილის“ სავარაუდო შემთხვევას ისევ იკვლევენ – რატომ გაჭიანურდა პროცესი

„მაიმუნის ყვავილის“ სავარაუდო შემთხვევას ისევ იკვლევენ – რატომ გაჭიანურდა პროცესი

აქვს თუ არა „მაიმუნის ყვავილი“ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც თბილისის ერთერთ კლინიკაში აღნიშნული ინფექციის ნიშნებით შეიყვანეს, ამ დრომდე უცნობია. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი კლინიკაში გასულ პარასკევს შეიყვანეს, საბოლოო დასკვნა მის დიაგნოზთან დაკავშირებით ჯერ არ დადებულა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ამ დრომდე არ ჰქონია მსგავსი ანალიზის ჩატარების გამოცდილება და ამიტომ ამ პროცესს ჩვეულებრივზე მეტი დრო სჭირდება.

“ერთ საეჭვო შემთხვევაზე იყო საუბარი და მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა. მოგეხსენებათ, აქამდე ქვეყანაში ამ ტიპის კვლევა არ ჩატარებულა, ამდენად ამას უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე სხვა შემთხვევაში დასჭირდებოდა იმისთვის,  რომ დიაგნოზი დადასტურდეს, მაგრამ ევროპაში დადასტურებული შემთხვევების კლინიკური მიმდინარეობა არის მსუბუქი, ამდენად ამ კუთხით რამე სირთულეს არ ველოდებით,“- განაცხადა გაბუნიამ. მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კონკრეტული ინფექციის იდენტიფიცირებას მხოლოდ სამეცნიერო მნიშვნელობა აქვს.

გაბუნიას განცხადებითვე, ჯანმოსთან კონსულტაციის შედეგად მიიღეს პასუხი, რომ მაიმუნის ყვავილის დაფიქსირების შემთხვევაში მედიკამენტური ჩარევა საჭირო არაა და საკმარისია სიმპტომური მკურნალობა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ანალიზის პასუხი მიმდინარე კვირის ბოლოს უნდა იყოს. მისი თქმით, სავარაუდო ინფიცირებულის მდგომარეობა მსუბუქია, გამონაყარი ალაგდა და ის კლინიკიდან მალე გაეწერება.

jandacva.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …