მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ლელა ფირცხალაიშვილი: სოფლის ამბულატორიებს ახალი კლინიკების შეძენის შესაძლებობა არ აქვთ
თუ კერძო კლინიკას აქვს შესაძლებლობა, მეტ-ნაკლებად უზრუნველყოს ახალი აპარატურის შეძენა, ამას მოკლებულნი არიან სოფლის ექიმები.

ლელა ფირცხალაიშვილი: სოფლის ამბულატორიებს ახალი კლინიკების შეძენის შესაძლებობა არ აქვთ

ჯანდაცვის სამინისტრო „გლობალურ ალიანსთან“ ერთად პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმაზე მუშაობს.

სამედიცინო ჰოლდინგ „23“-ის დირექტორი ლელა ფირცხალაიშვილი პირველადი ჯანდაცვის რგოლის როლსა და პრევენციის მნიშვნელობაზე გვესაუბრა:

„პირველადი ჯანდაცვის რგოლი ძალიან მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემისათვის, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი განვითარება სწორად მოხდება. პირველად ჯანდაცვას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება პრევენციისთვისაც.

პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი დაავადება გაცილებით მარტივია სამკურნალოდ, გამოჯანმრთელების შანსი დიდია და ამასთანავე, მკურნალობა მეტად იაფი უჯდება როგორც სახელმწიფოს, ასევე, თავად ავადმყოფსაც. ჩვენ კლინიკაში ოჯახის ექიმები ზედმიწევნით იცნობენ ბენეფიციარებს, მათ ოჯახებს და ჯანმრთელობის მდგომარეობას.შეიძლება ითქვას, სწორედ ოჯახის ექიმი და ექთანი ასრულებს პაციენტების ინფორმირებულობის თვალსაზრისითმთავარ როლს“.

ლელა ფირცხალაიშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რაიონული ამბულატორიების აღჭურვა სამედიცინო აპარატურით, რათა პაციენტმა შეძლოს და ადგილზე ჩაიტაროს თუნდაც პირველადი საჭიროების გამოკვლევები: 

„თბილისში აღჭურვილობის პრობლემა ნაკლებადაა, რადგან კლინიკების უმრავლესობა კერძოა და ჩვენ თუ არ დავაკმაყოფილეთ ყველა მოთხოვნა, ლიცენზიას არ მოგვცემენ. შესაბამისად, ჩვენეს პრობლემა არ გვაწუხებს, რასაც ვერ ვიტყვით რაიონებისა და სოფლის ამბულატორიებზე.

თუ კერძო კლინიკას აქვს შესაძლებლობა, მეტ-ნაკლებად უზრუნველყოს ახალი აპარატურის შეძენა, ამას მოკლებულნი არიან სოფლის ექიმები. არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რათა პაციენტმა ადგილობრივად მიიღოს ელემენტარული მომსახურება და ჩაიტაროს პირველადი გამოკვლევები.ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია რაიონული ამბულატორიების აღჭურვა“, – განაცხადა ლელა ფირცხალაიშვილმა.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …