მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ლაშა პაპაშვილი: ქვეყნის ტურიზმს სამედიცინო, ჰოლისტიკური დატვირთვა უნდა შევძინოთ

ლაშა პაპაშვილი: ქვეყნის ტურიზმს სამედიცინო, ჰოლისტიკური დატვირთვა უნდა შევძინოთ

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანამ მაღალმხარჯველი ტურისტების მოსაზიდად, ნიშური მიმართულებები უნდა განავითაროს. განასაკუთრებით, სამედიცინო, ჰოლისტიკური ტურიზმის მიმართულებით.

ამასთან, მისივე თქმით, წელს ტურიზმის კუთხით მატებას ელოდებიან, თუმცა, არა მნიშვნელოვან ზრდას.

„შარშან, საშუალო კლასის ჩვენს სასტუმროში „ჰილტონ გარდენ ინში“ 45% იყო დატვირთულობა. წელს უფრო ოპტიმისტური დავგეგმეთ – 60%. ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული ზრდა, მაგრამ ზრდა იქნება. სამწუხაროდ, ფასების ნაწილში ვერ ვუმატებთ – 3%, 5% ან 7%-იანი მატება თუ იქნება – ამასაც ეჭვის თვალით ვუყურებ, რომ გაიზრდება. სამწუხაროდ, არ შემოდის მაღალმხარჯველი ტურისტი ჩვენს ქვეყანაში, ვერ ვახერხებთ ქვეყანა ამას. უკეთესად რომ დავხვდეთ, ჯობს. ნიშურად უნდა განვავითაროთ ეს ქვეყანა, რომ უფრო მაღალბიუჯეტიანი ტურისტი მოვიდეს, სამედიცინო, ჰოლისტიკური – ასეთი დატვირთვები რომ მივცეთ ქვეყანას. თუშეთს აქვს პოტენციალი და უნდა შევზღუდოთ, რომ იქ ბევრი ტურისტები არ მივიღოთ“ – აცხადებს ლაშა პაპაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“.

ცნობისთვის: ჰოლისტიკური მედიცინა არის დისციპლინა, რომელიც მოიცავს სხეულის, გონებისა და სულის განკურნების ალტერნატიულ მკურნალობას, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ადამიანის ცხოვრების წესს.

 

business-partner.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …