მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » კლინიკა “ახალი სიცოცხლე” რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის კიბოს უფასო დიაგნოსტიკურ კვლევებს ჩაატარებს

კლინიკა “ახალი სიცოცხლე” რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის კიბოს უფასო დიაგნოსტიკურ კვლევებს ჩაატარებს

ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა “ახალი სიცოცხლე” რეგიონებში მაცხოვრებლებისთვის კიბოს უფასო დიაგნოსტიკურ კვლევებს სთავაზობს.
აქციის ფარგლებში მოქალაქეებს შეუძლიათ ჩაიტარონ:
 ძუძუს კიბოს სკრინინგი;
 საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი;
 კოლორექტალური კიბოს სკრინინგი;
 პროსტატის კიბოს სკრინინგი.
თუ რა კვლევებს აერთიანებს აღნიშნული პროგრამა, დეტალურად გაეცანით კლინიკის საიტზე – https://bit.ly/3OH44Tj
 ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-დან 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში:
კოლორექტული კიბოს სკრინინგი 50-70 წლის ასაკის ჩათვლით ორივე სქესისათვის.
პროსტატის კიბოს მართვა 50-70 წლის ასაკის ჩათვლით მამაკაცებში, ოჯახის ექიმის ან შესაბამისი სპეციალისტის მიმართვით.
 შეგახსენებთ, პროგრამით ისარგებლებენ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, გარდა ქ. თბილისში რეგისტრირებული მაცხოვრებლებისა.
“ჩვენთან ჩატარებულ სკრინინგულ კვლევებზე მიიღებთ დროულ და კომპეტენტურ პასუხებს. კლინიკაში დაგხვდებათ უახლესი, მაღალტექნოლოგიური აპარატურა და მოგემსახურებათ პროფესიონალ ექიმთა გუნდი,”- აცხადებენ “ახალ სიცოცხლეში”.
უფასო კვლევებზე წინასწარ ჩასაწერად მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ნომერზე(𝟎𝟑𝟐) 𝟐 𝟏𝟐 𝟐𝟓 𝟐𝟓 ან 𝟓𝟕𝟕 𝟎𝟓𝟗 𝟗𝟎𝟎

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …