მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » „კარგი მენეჯერები ხელქვეითებს სახლში დატოვებენ“ – სპეციალისტის რეკომენდაციები „ომიკრონის“ საფრთხის პირობებში

„კარგი მენეჯერები ხელქვეითებს სახლში დატოვებენ“ – სპეციალისტის რეკომენდაციები „ომიკრონის“ საფრთხის პირობებში

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი იმ რეკომენდაციებს ჩამოთვლის, რომლებიც კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების საფრთხის პირობებში, დაინფიცირების თავიდან აცილებისთვის აქტუალურია.

ფეისბუქ -გვერდზე წერეთელი წერს:

„ახალი შტამი “ომიკრონი” და შემდეგი ორი კვირა. რას ვაკეთებთ თუკი ვხვდებით რომ “დიქტატორი მე” და მისი პარტია არ არის მთავარი ამ სიტუაციაში:

1)      თუ არ ხარ აცრილი, სასწრაფოდ აიცერი;

2)      თუ არ გაქვს გაკეთებული ბუსტერი, აუცილებლად გაიკეთე (ალბათ საქართველოც შეამცირებს 6 თვიან ინტერვალს);

3)      დახურულ შენობებში აუცილებლად პირბადე;

4) რაც შეიძლება ხშირად გაანიავეთ დახურული შენობები;

5) შეგიძლია იმუშაო სახლიდან? ნუ წახვალ ოფისში. კარგი მენეჯერები დატოვებენ თავიანთ ხელქვეითებს სახლში;

6) მოერიდეთ დახურულ სივრცეებში მასობრივ თავშეყრებს, ქეიფებს თუ სხვა ღონისძიებებს;

7) მოემზადეთ გონებრივად, რომ უნდა იმოქმედოთ უფრო ფრთხილად, თუ Omicron აღმოჩნდა უფრო ინფექციური უნარით, რომ აუაროს ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს, ან ორივე ერთად.

2-3 კვირაში ყველაფერი უფრო გაცილებით ნათელი გახდება, მანამდე კი უსმინეთ მეცნიერებს და არა მჩხიბავებს.“

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …