მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » კარგი იქნება თუ სამედიცინო განათლებაზე გაკეთდება აქცენტი
რეფორმის ახალი ეტაპის შესახებ დეტალურად ინფორმირებული არ ვარ,კონკრეტულად რას მოიცავს სავარაუდოდ,სამედიცინო კუთხით განათლებაზე იქნება ყურადღება გამახვილებული

კარგი იქნება თუ სამედიცინო განათლებაზე გაკეთდება აქცენტი

პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმა ჯანდაცვის სამინისტრომ მორიგ პრიორიტეტად გამოაცხადა. ეს რეფორმა C ჰეპატიტის ელიმინაციისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების პარალელურად განხორციელდება და მის გატარებაში სამინისტროს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი“ გაუწევს დახმარებას.

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, პაციენტებთან ერთად, უშუალოდ შეეხებათ მედიკოსებს, ექიმებს, ექთნებს, ჯანდაცვის პირველად რგოლში დასაქმებულ პროფესიონალებს. „ინფო 9“ „ავერსის“ კლინიკის ოჯახის ექიმს, პედიატრს ინგა ჩაფიძეს დაუკავშირდა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა.

„პირველადი ჯანდაცვის რგოლი ჯანდაცვის სისტემაში ძალიან მნიშვნელოვანია. 2005 წელს ოჯახის ექიმები გადავმზადდით. სოფლებში წარმატებით დაინერგა პირველადი ჯანდაცვა და გაიზარდა მომართვიანობა. მეტი ინფორმაცია მიეწოდება პაციენტებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, თუნდაც პრევენციისა და პროფილაქტიკის თვალსაზრისით.

აღჭურვილობაც მიიღეს ექიმებმა ამბულატორიებში, როგორც ქალაქში, ასევე სოფლად. რეფორმის ახალი ეტაპის შესახებ დეტალურად ინფორმირებული არ ვარ, თუ კონკრეტულად რას მოიცავს და გულისხმობს, თუმცა, სავარაუდოდ, ისევ სამედიცინო კუთხით განათლებაზე იქნება ყურადღება გამახვილებული, ექიმების გადამზადებაზე და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება“, – ამბობს ოჯახის ექიმი.

მისი თქმით, პირველად ჯანდაცვაში ამჟამად არსებობს გარკვეული პრობლემები. „მაგალითად, ქალაქებში, სადაც პაციენტთა მომართვიანობა დიდია, პოლიკლინიკებში არ არსებობს წინასწარი ჩაწერის სისტემა, რაც დიდ დისკომფორტს იწვევს. პრობლემური საკითხია ასევე ოჯახის ექიმთა ანაზღაურება. ეს პრობლემა კერძო სექტორში ნაკლებადაა, თუმცა პოლიკლინიკებში ანაზღაურება ძალიან დაბალია“, – აღნიშნა ინგა ჩაფიძემ.

აღსანიშნავია, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმა გულისხმობს პირველადი რგოლის მნიშვნელობის წამოწევას და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის განვითარებას. პირველადი ჯანდაცვის რგოლი არის პრევენციული მედიცინა, როცა პაციენტი საწყის ეტაპზევე იგებს დაავადების შესახებ, იწყებს მკურნალობას და იშვიათად გადადის ჰოსპიტალური და მაღალტექნოლოგიური ჩარევის საჭიროების სტადიაზე.

info9.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …