მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » კამპანიის „გაიზომე წნევა – #ამასშენთვისგეუბნები“ ფარგლებში ჰიპერტენზიის უფასო კვლევები დაიწყო

კამპანიის „გაიზომე წნევა – #ამასშენთვისგეუბნები“ ფარგლებში ჰიპერტენზიის უფასო კვლევები დაიწყო

ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ჰიპერტენზიის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მასშტაბური უფასო გასინჯვები დაიწო. პროექტმა „გაიზომე წნევა – #ამასშენთვისგეუბნები“ წელს 21 კლინიკა და საქართველოს წამყვანი ექიმები ერთ სივრცეში გააერთიანა.

ყველა დაინტერესებულ პირს, ვინც იყო 40 წლის და მეტის, აწუხებდა არტერიული წნევა ან აინტერესებდა, იყო თუ არა ჰიპერტენზიის რისკ-ჯგუფში, შესაძლებლობა ჰქონდა სრულიად უსასყიდლოდ  ჰიპერტენზიის სკრინინგი ჩაეტარებინა, ადგილზე გაევლო კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში, გადაეღო კარდიოგრამა. პაციენტების მიღება დღეს 10:00-დან 18:00-მდე „ექსპო ჯორჯიას“ მე-4 და მე-5 პავილიონებში დაიწყო და ხვალ 10:00 საათიდან გაგრძელდება.

მაისი ჰიპერტენზიის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. გლობალური კამპანია, სახელწოდებით, „გაიზომე წნევა – ამას შენთვის გეუბნები“, ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ინივიატივით ჰიპერტენზიის საერთაშორისო ასოციაციასთან Global Heart Hub ერთად უკვე მეხუთე წელია მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს. საქართველოში პროექტი კარდიოლოგიისა და ჰიპერტენზიის საზოგადოების მხარდაჭერით და ჩართულობით ხორციელდება.  მის მიზანს არტერიული წნევის შემოწმება და რეგულარული კონტროლის  მნიშვნელობა წარმოადგენს, რათა მოხდეს  დაავადების დროული გამოვლენა და მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილება.

„გაიზომე წნევა -ამას შენთვის გეუბნები“ კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ჩართულობას პროექტში. ცნობილია, რომ არტერიული ჰიპერტენზიის გავრცელება 40 წლის ზემოთ მატულობს და ოჯახის წევრების როლი არტერიული წნევის შემოწმების ჩვევის განვითარებაში თაობებს შორის მზრუნველობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„გაიზომე წნევა -ამას შენთვის გეუბნები“ კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ჩართულობას პროექტში. ცნობილია, რომ არტერიული ჰიპერტენზიის გავრცელება 40 წლის ზემოთ მატულობს, რა დროსაც ოჯახის წევრების როლი არტერიული წნევის შემოწმების ჩვევის განვითარებაში და თაობებს შორის მზრუნველობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჰიპერტენზიის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში,  „სერვიე“  ჯანდაცვის პროფესიონალებთან ერთად ჰიპერტენზიის წინააღმდეგ ბრძოლას ტრადიციულად უფასო სკრინინგ პროგრამით განაგრძობს, რათა უზრუნველყოს დაავადების ადრეული გამოვლენა, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ჰიპერტენზიის მძიმე შედეგებისგან პაციენტების დასაცავად. მნიშვნელოვანია, რომ  ჰიპერტენზიის ადრეული გამოვლენა ხელს უწყობს გულის უკმარისობის, ინსულტისა და თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკის შემცირებას,“ – აღნიშნავს კომპანია „სერვიეს“  დირექტორი საქართველოში მაია ხეცურიანი.

ცნობისათვის, ხვალ 17 მაისს, 11:00 საათზე,  „ექსპო ჯორჯიას“ მე-4 პავილიონში ჰიპერტენზიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მედიასთან საანგარიშო შეხვედრა გაიმართება. ჰიპერტენზიის დღეს არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე ისაუბრებს და  კიდევ ერთხელ შეაჯამებს წლევანდელი კამპანიის შედეგებს ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი, მაია ხეცურიანი. დროული დიაგნოსტირების აუცილებლობაზე, ეფექტური მართვის მნიშვნელობაზე, დაავადების სიმძიმესა და სკრინინგის მნიშვნელობაზე გვესაუბრებიან კარდიოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი არჩილ ჩუხრუკიძე, ბოხუას სახელობის კარდიოპულმონური განყოფილების ხელმძღვანელი, პროფ. ზურა ფაღავა და გულ-სისხლძართვა კლინიკის ხელმძღვანელი, პროფ. თამაზ შაბურიშვილი. მედიის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნობიან უფასო გასინჯვების პროცესს, რომლებსაც კამპანიაში ჩართული კლინიკების წამყვანი კარდიოლოგები უძღვებიან.

ღონისძიების საპატიო სტუმარია საფრანგეთის ელჩის მოადგილე რიშარ რეკენა, რომელიც მხარს უჭერს კამპანიას „გაიზომე წნევა – ამას შენთვის გეუბნები“ და მონაწილეობას მიიღებს უფასო სკრინიგში.

 

ინფორმაცია დაავადების შესახებ:

არტერიული ჰიპერტენზია კვლავ ჯანდაცვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან სიკვდილიანობის უმთავრეს მიზეზად რჩება და პასუხისმგებელია წელიწადში 11 მილიონზე მეტ სიკვდილზე მსოფლიოში. მაღალი არტერიული წნევის მქონე ორი ადამიანიდან მხოლოდ ერთმა იცის, რომ მას აქვს მომატებული არტერიული წნევა. არადიაგნოსტირებული პაციენტების დიდი ნაწილი არის აქტიური, 60 წელზე ნაკლები ასაკისა და დაკავებული ადამიანი. მომატებული არტერული წნევა ინსულტის, ინფარქტის და თირკმლის დაავადების წინაპირობაა. მაღალი წნევისგან არავინ არის დაზღვეული, მაგრამ განსაზღვრული რისკ-ფაქტორების და დაავადებების თანხლება ზრდის მომატებულ არტერიული წნევის განვითარების რისკს. ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, ჭარბი წონა, კვების თავისებურება, კერძოდ, დიდი რაოდენობით მარილის მიღება, წნევის მატებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით ყურადსაღებია ცხოვრების ჯანსაღი წესი და უარის თქმა ისეთ მავნე ჩვევებზე,  როგორიცაა -ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, თამბაქოს მოწევა.

ჰიპერტენზია ხშირად უსიმპტომოდ, ყოველგვარი გამოვლინების გარეშე მიმდინარეობს, რაც გარკვეულწილად ადუნებს პაციენტის ყურადღებას და დამყოლობას მკურნალობის მიმართ.  სწორედ ამიტომ,  მას  „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ, რადგან პრაქტიკულად ყოველმა მეორე ადამიანმა არც კი იცის რომ ჰიპერტენზია აქვს. კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე, ჰიპერტენზიის აღმოჩენის ერთადერთი საშუალება სახლის პირობებში წნევის რეგულარული გაზომვაა. დღეს ექიმები მოგვიწოდებენ, 40 წლის ზემოთ და თანხმლები რისკ-ფაქტორების შემთხვევაში, პერიოდულად გავიზომოთ წნევა, რათა დროულად გამოვავლინოთ წნევის მომატებული მაჩვენებლები.  ერთჯერადად წნევის ციფრების მატებაც  კი საყურადღებოა და საჭიროებს შემდგომ მონიტორინგს,  რათა გამოირიცხოს დაავადების არსებობა. არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზის შემთხვევაში კი, ექიმის დანიშნულების თანმიმდევრულ მიღებას და სახლის პირობებში წნევის სისტემატიურ გაზომვას, დაავადების ეფექტურ მართვაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …