“ჯანდაცვის სამინისტრო ერთ-ერთია რომლის მუშაობასაც საზოგადოება დადებითად აფასებს”. პირველადი ჯანდაცვის დაგეგმილ რეფორმას საქართველოს პარლამენტისა და ფრაქცია „ქართული ოცნება – რესპუბლიკელების“ წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტან ხმალაძე გამოეხმაურა.
ხმალაძე დადებითად აფასებს პირველადი ჯანდაცვის რეფორმის დაწყებას და აცხადებს, რომ ეს რეფორმაც გამომდინარებს იმ სოციალ–ეკონომიკური მდგომარეობიდან, რაც დღეს ჩვენს ირგვლივაა და დროული და აუცილებელია.
„იმ ადამიანებს, ვისაც ხელი არ მიუწვდება ფასიან ჯანდაცვაზე, საშუალება უნდა ჰქონდეთ ჰქონდეთ მიხედონ საკუთარ ჯანმრთელობას. მდგომარეობა კი, მოგეხსენებათ, იყო და არის ძალიან მძიმე.
გამოკითხვები და საზოგადოებრივი აზრის კვლევა გვიჩვენებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ერთ-ერთი იმ უწყებათაგანია, რომლის მუშაობასაც საზოგადოება დადებითად აფასებს. ამდენად, მოლოდინი იმისა, რომ ეს რეფორმა წარმატებით განხორციელდება და შედეგები დადებითი იქნება, დიდია“ – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მოსამზადებელ სამუშაოებში, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ჩართულნი არიან საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი“, პირველადი რგოლის ექიმები და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.