მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ჯანდაცვის სამინისტროს მოქალაქეთა მისაღები 3-დან 6 იანვრის ჩათვლით 10:00 საათიდან 16:00 საათამდე იმუშავებს

ჯანდაცვის სამინისტროს მოქალაქეთა მისაღები 3-დან 6 იანვრის ჩათვლით 10:00 საათიდან 16:00 საათამდე იმუშავებს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოქალაქეთა მისაღები 3-დან 6 იანვრის ჩათვლით განსხვავებული გრაფიკით, 10 საათიდან 16:00 საათამდე იმუშავებს.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში შესაძლებელი იქნება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის საგარანტიო წერილების გატანა, კონსულტაციის მიღება და განცხადებების ჩაბარება მხოლოდ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს პროგრამების შესახებ.
სამინისტრო შეახსენებს მოქალაქეებს, რომ 7 იანვარი უქმე დღეა და უწყება ისვენებს, მათ შორის არ იმუშავებს მოქალაქეთა მისაღებიც.
მუშაობას უწყვეტად განაგრძობს სამინისტროს ცხელი ხაზი 1505.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …