მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ჯანდაცვის სამინისტრომ აქცენტი დაავადების პრევენციაზე უნდა გააკეთოს
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმაა,თუმცა,თავიდანვე ვფიქრობდით, რომ უფრო მეტი აქცენტი დაავადებების პრევენციაზე გაკეთებულიყო.

ჯანდაცვის სამინისტრომ აქცენტი დაავადების პრევენციაზე უნდა გააკეთოს

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ჯანდაცვის დეპარტამენტის სამედიცინო პროექტის კოორდინატორი ნინო ოსეფაიშვილი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწყებულ პირველადი ჯანდაცვის რეფორმას გამოეხმაურა.

მისი აზრით, დღესდღეობით, ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი დაავადებების პრევენციაზე ზრუნვაა, ჯანდაცვის სამინისტროც სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს.

“აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმაა, თუმცა, რა თქმა უნდა, თავიდანვე ვფიქრობდით, რომ უფრო მეტი აქცენტი დაავადებების პრევენციაზე გაკეთებულიყო.

გამომდინარე, რომ საქართველოს მოსახლეობას ჯანმრთელობის მოვლის კულტურა სათანადო დონეზე არ აქვს, მოსალოდნელი იყო, რომ დიდი დატვირთვა სწორედ, სტაციონალურ მკურნალობაზე იქნებოდა. ადამიანი, ვიდრე ჰოსპიტალიზაციის წინაშე არ დადგება, მანამდე ექიმმთან ვიზიტზე არ ფიქრობს. შესაბამისად, სწორედ ამან გამოიწვია ბიუჯეტის გადატვირთვა და ეს ,,სიამოვნება“ სახელმწიფოს ძვირად დაუჯდა,“ – აღნიშნავს ნინო ოსეფაიშვილი.

აქედან გამომდინარე, ,,წითელი ჯვრის საზოგადოებას“ მიაჩნია, რომ პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ზოგადად, ის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია, რომელსაც მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჯანსაღი მოსახლეობა ქვეყნისთვის მთავარი ეკონომიკური ძალაა. ამიტომ საზოგადოება მხარს უჭერს სამინისტროს აღნიშნულ წამოწყებას.

ნინო ოსეფაიშვილის თქმით რეგიონებში ერთ–ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას არასათანადო ინფრასტრუქტურა წარმოადგენს:

,,ქალაქებში ოჯახის ექიმები დიდი დატვირთვით მუშაობენ და აღნიშნული რგოლი ნამდვილად გასაძლიერებელია, სწორედ ამ მიმართულებით იწყებს სამინისტრო მუშაობას. ამ მხრივ განსაკუთრებით დიდ ყურადღებას მოითხოვს რეგიონები. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონებში მოსახლეობას ფაქტობრივად ყველა სერვისზე უფასო წვდომა აქვს, სამწუხაროდ ადგილზე არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

ჯანდაცვის სიტემის თითქმის 90 პროცენტს დღეს კერძო სექტორი წარმოადგენს, პრობლემა სათავეს სწორედ აქედან იღებს. როგორც ბიზნესი, სამედიცინო სფერო რთულად მომგებიანია და, შესაბამისად, რეგიონებში ვერ განვითარდა. მიგვაჩნია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ბინაზე მოვლის სერვისებზე, რომელიც სტრუქტურულად გააძლიერებს პირველ რგოლს. გაჩნდება მოთხოვნა უფრო მეტ ექიმებზე, ამასთან, აღნიშნული სერვისი შეამცირებს სტაციონარულ შემთხვევებს.

პირველად ჯანდაცვას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს ჯანდაცვის სამინისტრომ, რაც ზოგადად ჯანდაცვის ხარისხის ეტაპობრივ გაუმჯობესებას გამოიწვევს,“ – აღნიშნაოსეფაიშვილმა.

როგორც წითელი ჯვრის საზოგადოების პროექტის ხელმძღვანელი განმარტავს, დღეს ოჯახის ექიმებს მიზერულ ანაზღაურებაზე უწევთ კოლოსალური შრომის გაწევა, რაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს და სამინისტრო მუშაობის გაძლეირებას სწორედ ამ მიმართულებით გეგმავს:

,,ამ ეტაპზე პირველადი ჯანდაცვა განვითარების თვალსაზრისით მკვეთრად განსხვავდება დანარჩენი დარგებისგან. ახალი რეფორმა თავისთავად გააჩენს ექიმების გადამზადების მოთხოვნას. პირველად ჯანდაცვაში ექიმებს არაადეკვატური ხელფასი აქვთ. 200-300ლარზე კვალიფიცირებული ექიმები პირველად ჯანდაცვაში უბრალოდ ვეღარ ძლებენ.

დამატებითი რესურსების მიმართვა პირველად ჯანდაცვაზე მედპერსონალის სხვა დონეზე დაკმაყოფილებას გამოიწვევს, რაც მომსახურების ხარისხსაც უზრუნველყოფს. წითელი ჯვარი რეგიონებში სხვადასხვა პროგრამებს ახორიელებს დაშესაბმისად, იქ არსებული მდგომარეობა ჩვენთვის ცნობილია. რეალურად ზოგიერთ რეგიონში კომპიუტერული უნარების ელემენტალური ცოდნაც პრობლემაა.“

გარდა ამისა, ნინო ოსეფაიშვილი პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ერთ–ერთ ინსტრუმენტად ბინაზე მოვლის პროგრამას მიიჩნევს:

,,თუ ბინაზე მოვლის პროგრამა დაემატება ყველა სხვა დანარჩენს, ეს პროცესი შეამცირებს ზედმეტ ხარჯებს. ამ პროგრამით ხელმძღვანელობს ბევრი განვითარებული ქვეყანა და ჩვენზე უფრო მრავალრიცხოვანი მოსახლეობის პირობებში ბევრად ნაკლები ფინანსური დანახარჯები გააჩნიათ,“– აღნიშნა ოსეფაიშვილმა.

droni.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …