ჯანდაცვის სამინისტრო უკრაინელების დასახმარებლად სისხლის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაციას იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
“ჯანდაცვის სამინისტრო სისხლის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაციას იწყებს. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ დარეკონ ცხელ ხაზზე
1505 ან გაიარონ რეგისტრაცია ვებგვერდზე https://donor.moh.gov.ge/ სისხლის ჩაბარების საჭიროების შემთხვევაში, რეგისტრირებულ პირს დაუკავშირდება ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და მოიწვევს უახლოეს (რეგისტრირებული პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) სისხლის ამღებ პუნქტში ქვეყნის მასშტაბით. მომზადებული სისხლის
პროდუქტები ჰუმანიტარული დახმარების სახით გაიგზავნება უკრაინაში,” – ნათქვამია განცხადებაში.