ჯანდაცვის პირველად რეფორმის მნიშვნელობას აფასებს ეკონომიკის ექსპერტი ლია ელიავა. ელიავას მოსაზრებით ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკისთვის არის ადამიანური რესურსი და რაც უფრო ჯანსაღია საზოგადოება, მით უფრო ეფექტური და გამართულია ქვეყანა ეკონომიკურადაც.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ რეფორმა დროულია და ის აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ელიავას მოსაზრებით, სწორედ ასეთი მიდგომით შეძლებს საქართველო ისეთივე ჯანდაცვის სისტემის შექმნას, როგორიც აქვთ სხვა განვითარებულ ქვეყნებს.
„მიმაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და წარმატებული პროექტი. ჯანდაცვის სამინისტროს პროექტები თანდათან უფრო ვითარდება და ღრმავდება, რაც თავის მხრივ ძალიან კარგია.ვთვლი, რომ ეს პროცესი არ უნდა შეჩერდეს რომელიმე ეტაპზე. ჩვენი ჯადცვა უნდა იყოს ისეთივე, როგორიც არის განვითარებულ და ცივილიზებულ ქვეყნებში.
ხშირად ისმის კრიტიკა, რომ საბიუჯეტო თანხები არამიზნობრივად არის განაწილებული და შეუსაბამოდ იხარჯება. ვთვლი, რომ მთავარი კაპიტალი არის ადამიანის ჯანმრთელობა. რაც უფრო ჯანმრთელია საზოგადოება, მით უფრო წარმატებულია ქვეყანა, როგორც ეკონომიკურად, ასევე სრულყოფილია და ბედნიერია სულიერადაც.
ამას გარდა, ეს რეფორმა შეძლებს საბიუჯეტო სახსრების უფრო ეფექტურ და მიზნობრივ განაწილებასაც, რაც ასევე ბიუჯეტის და თითოეული ჩვენგანის თანხის დაზოგვაა.
ყველანაირად მივესალმები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გატარებულ რეფორმებს. მოუხედავად იმისა, რომ დაიხარჯება გარკვეული თანხები ბიუჯეტიდან, ეს პროექტი მაინც მნიშვნელოვანი და საჭირო.
ჩვენი საზოგადოება 25 წლის განმავლობაში, იმდენად იყო მოკლებული აი ამ საჭიროებას, რომ ამაზე უარის თქმა ნამდვილად არ შეიძლება“, – განაცხადა ელიავამ და დასძინა, რომ
ნამდვილად შეინიშნება ჯანდაცვის სფეროში გარკვეული წინსვლები წინა წლებთან შედარებით, თუმცა სისტემის სრულად გასამართად კიდევ ბევრი პროცედურა და რეფორმაა გასატარებელი.
პირველადი ჯანდაცვის რეფორმის დაწყება ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ რამდენიმე კვირის წინ დააანონსა. რეფორმის მიზანია პირველად რგოლში სამედიცინო სერვისების დახვეწა, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ამ რგოლში დასაქმებული მედპერსონალის გადამზადებს და მათი ღირსეული მატერიალური უზრუველყოფა. რეფორმის მიმდინარეობაში სამინისტროს დახმარებას უწევს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი”