მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის განხორციელება აუცილებელი და მისასალმებელია
ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის დაწყება აუცილებელი და დროულია და მივესალმები. ოჯახის ექიმის ინსტიტუტი მისახედია და კარგია, რომ სახელმწიფო ამაზე ფიქრობს.

ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის განხორციელება აუცილებელი და მისასალმებელია

ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის დაწყებას, რომელიც ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერებას და ამ რგოლში დასაქმებული მედიკოსების პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს, საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ფონდის პრეზიდენტი დავით ხიზანიშვილი გამოეხმაურა. 

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მნიშვნელობაზე საუბრისას ხიზანიშვილმა განაცხადა, რომ ნებისმიერი რეფორმა, რაც ქვეყანაში ხორციელდება, მისასალმებელია, თუკი იგი მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და  ცხოვრების დონის ამაღლებაზე იქნება ორიენტირებული.

„ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის დაწყება აუცილებელი და დროულია და მივესალმები. ოჯახის ექიმის ინსტიტუტი ნამდვილად მისახედია და კარგია, რომ სახელმწიფო ამაზე ფიქრობს.

მაგალითად, ბევრ კომპანიას არ აქვს ჯანმრთელობის დაზღვევა. ამ კომპანიის თანამშრომლები კი ვერ მიდიან ექიმთან, რადგან ეს მათთვის ძვირი სიამოვნებაა. ზოგადადაც, თუკი პოლიკლინიკებსა და ამბულატორიებში მომსახურების დონე და ექიმთა პროფესიონალიზმი ამაღლდება, მოსახლეობას ნდობა გაუჩნდება და შესაბამისად, უფრო აქტიურად ისარგებლებს ამ რგოლის მიერ შეთავაზებული სერვისებით”, –  განაცხადა დავით ხიზანიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რა არის მისთვის, როგორც პაციენტისთვის, მნიშვნელოვანი ექიმთან ვიზიტისას.

„ჩემთვის, როგორც პაციენტისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ მიმიღებს ექიმი, რამდენად ყურადღებით მომისმენს, რა დროს დაუთმობს ჩემს პრობლემას. ოჯახის ექიმი უნდა იყოს თავის საქმის პროფესიონალი და მცოდნე. პაციენტს უნდა იღებდეს თბილად და ექცეოდეს ყურადღებით.

მან რომ ეს შეძლოს, იგი შესაბამისად უნდა იყოს უზრუნველყოფილი, როგორც პროფესიული, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ისე მატერიალური კუთხით. სხვა შემთხვევაში, ხარისხიანი მომსახურების გაწევას იგი ვერ შეძლებს”, – აღნიშნა ხიზანიშვილმა. 

ჯანდაცვის პირველადი რეფორმა, პირველ რიგში, გულისხმობს პირველადი რგოლის მნიშვნელობის წამოწევას და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერებას. რეფორმის მიზანია სისტემაში ხარჯეფექტურობის  მიღწევა და ჯანდაცვის სერვისების მიმღებთა კმაყოფილების გაზრდა.

პირველადი რგოლის რეფორმის დაწყება მინისტრმა სერგეენკომ რამდენიმე კვირის წინ დააანონსა. ცნობილია, რომ რეფორმის განხორციელებაში სამინისტროს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი” დაეხმარება.

reportiori.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …