მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა შეძლებს ცენტრალური ბიუჯეტის 20–30%–ით განტვირთვას
ასეთი მიდგომა შეძლებს ბიუჯეტის დაზოგვას, მე მგონია, რომ რესურსების სწორად განაწილების შემთხვევაში ცენტრალური ბიუჯეტი 20–30%–ით უნდა დაიზოგოს რეფორმის შემდეგ

ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა შეძლებს ცენტრალური ბიუჯეტის 20–30%–ით განტვირთვას

პირველადი ჯანდაცვის რეფორის დაწყებას აფასებს ექიმთა ასოციაციის თავჯდომარე გია ლობჟანიძე. მისი მოსაზრებით, მისასალმებელია, რომ ამ რგოლით დაინტერესდა მთავრობა და გადაწყდა მისი რეფორმირება. 

როგორ შეაფასებთ ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას? 

– ალბათ ცოტა ადრეც შეიძლებოდა ამ რეფორმის გატარებ. ჩვენს ასოციაციას ქონდა შეხვედრები რეგიონებში და იქ ძალიან მძიმე მდგომარეობაა. გამოვყოფდი ასეთ ფაქტს, –როდესაც კონკრეტულ სადაზღვეოებს  ჩამოერთვა მაღალმთიანებში პირველადი რგოლი, იმ ადგილებში მდგომარეობა საგრძნობლად გამოსწორდა.

მედიკოსთა ანაზღაურებისა და ტექნიკური ბაზის მხრივ წინ არის წასული აჭარის რეგიონი და მე მინდა მივესალმო იქაური მინისტრის ნუგზარ სურმანიძის თავდადებულ მუშაობას, ვინაიდან იქ პირველად ჯანდაცვას ყურადღება უფრო ადრე მიექცა.

ჩვენ ერთი წლის წინ ამ რეგიონში გვქონდა შეხვედრები ამ პერიოდში იქ მიმდინარეობდა ამ რგოლზე მუშაობა, რამაც შედეგები გამოიღო, ხელფასიც საკმაოდ მაღალია ამ რეგიონში, თითოეულ ოჯახის ექიმზე გამოყოფილია მანქანა, ლეპტოპი და რაც მთავარია კომფორტული სამუშაო პირობები, ანუ ეს რეგიონი დღეს ჯანდაცვის რეფორმას უკვე მომზადებული ხვდება. რომ შევაჯამოთ, რასაკვირველია, მივესალმები ამ რეფორმის დაწყებას, თუმცა კარგი იქნებოდა ცოტა ადრეც დაწყბულიყო.

დღეს ამ რგოლში რა არის მთავარი პრობლემა, რომელიც პირველ რიგში უნდა გამოსწორდეს? 

როდესაც დისკუსია გვქონდა პირველადი რგოლის ექიმებთან რეგიონებშიც და დედაქალაქშც,ი მათი მთავარი მოთხოვნა იყო ანაზღაურება. ამაზე თვალის დახუჭვა არ გამოვა, რადგანაც ამ ადამიანებს ეკუთვნით მათი გაწეული შრომის ადეკვატური ანაზღაურება და როდესაც ეს არ აქვთ, რასაკვირველია, მათთვის მთავარი პრობლემა და სატკივარი ესაა.

მეორე საკითხია მათი მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, ვინაიდან ის რაც გაკეთდა აჭარაში არ მგონია გაკეთებულიყო ყველა რეგიონში. მე ბოლო პერიოდი აჭარის რეგიონში მომიხდა მუშაობა და ამ რეგიონზე ვფლობ სრულ ინფორმაციას, მაგრამ ვიმეორებ, მეეჭვება, რომ ყველა რეგიონში მსგავსი დალაგებული სიტუაცია იყოს.

ჩვენ თუ გვინდა, რომ საბოლოო ჯამში ჯანდაცვა წელგამართული იყოს და ხარისხმაც მოიმატოს პირველად რგოლს უნდა მიექცეს ყურადღება, ვინაიდან მთელი დატვირთვა უნდა მოვიდეს პირველად რგოლზე. პრობლემაა მატერიალურ ტექნიკური ბაზის საკითხის. მესამე, რაც აუცილებელია, ეს უნდა იყოს აუცილებლად, ხელმისაწვდომობა. ამაში ვგულისხმობ შემდეგს, რომ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები, იქნება ეს ამბულატორია თუ სხვა, უნდა იყოს ყველა რეგიონში, ყველა დიდ სოფელში.

მე ვიცი, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ბევრი გააკეთა და 80 ზე მეტი ამბულატორია აშენდა ბოლო პერიოდში და იმედი მაქვს, რომ სამომავლოთაც გეგრძელდება ეს პროცესი. 

ასევე ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტად მიმაჩნია დაფინანსება, აუცილებლად უნდა გაიზარდოს დაფინანსება ეს პირდაპირ კავშირშია, რა თქმა უნდა ანაზღაურებასთან, რაზედაც ზემოთ ვისაუბრე, ეს დაფინანსება ფედერალურიდან უნდა გადავიდეს რეგიონალურზე და შემდეგ რეგიონალურმა ბიუჯეტმა უნდა შეითავსოს ეს პირველადი რგოლი, თუ გვინდა, რომ საბოლოო ჯამში, საქმე წავიდეს წინ და პროგრამა იყოს ეფექტური.

ასევე გასათვალისწინებელია ამ რგოლში მომუშავე პერსონალის კვალიფიკაცია, რასაკვირველია მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რეგიონებში მომუშავე ყველა ექიმი არის დაბალი კვალიფიკაციის, მაგრამ გარკვეული გადამზადება, ჩემი აზრით, აუცილებელი იქნება. რაც მთავარია, ასევე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ ადამიანების დასატრეინინგებლად აუცილებელია მათი ჩამოსვლა თბილისში ან ქუთაისში, – არამც და არამც ამ ადამიანების დატრეინინგება უნდა მოხდეს ადგილებზე.

ხარჯთეფექტურობის თვალსაზრისით რეფორმა რამდენად ეფექტური იქნება? 

თუ ყველაფერი სწორად გაკეთდება აუცილებლად ხარჯეფექტური იქნება ეს რეფორმა, იმიტომ, რომ არ შეიძლება დღევანდელ დღეს პირდაპირ საავადმყოფოში „გარბოდეს“ პაციენტი ნებისმიერ ჩივილზე. ამას ვერცერთი ქვეყნის ბიუჯეტი ვერ გაუძლებს. მოვა დრო და ეს დადგება სერიოზულ პრობლემად. კარგად უნდა იყოს გამიჯნული კომპეტენციები პირველად რგოლსა და დარგობრივ სპეციალისტებს შორის, ანუ როდის უნდა გადასცეს ოჯახის ექიმმა პაიენტი დარგობრივ სპეციალისტს.

ასეთი მიდგომა შეძლებს ბიუჯეტის დაზოგვას, მე მგონია, რომ რესურსების სწორად განაწილების შემთხვევაში ცენტრალური ბიუჯეტი 20–30%–ით უნდა დაიზოგოს რეფორმის შემდეგ.

როგორ გგონიათ რა არის მთავარის იმისთვის, რომ რეფორმა წარმატებით დასრულდეს? 

პირველ რიგში კეთილი ნება, რომელიც არის სახელმწიფოს მხრიდან, მეორე ადგილობრივად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მხრიდან იმის გათვითცნობიერება რომ, მათი როლია და მათი ფუნქციაა ადგილზე პირველად ჯანდაცვის რგოლს შეუქმნან ყოველგვარი პირობა. აი ეს ორი ფაქტორია გასათვალისწინებელი რეფორმის წარმატებით დასასრულებლად. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ყველანი პოტენციური პაციენტები ვართ.

for.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …