მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა სასურველი კი არა, აუცილებელია
ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა სასურველი კი არა, აუცილებელია

ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა სასურველი კი არა, აუცილებელია

„ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა სასურველი კი არა, აუცილებელია“ – ამის შესახებ კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, თავმჯდომარემ გიორგი ძნელაძემ განაცხადა.

ძნელაძის თქმით, მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერება. რომელიც ადრე ძალიან კარგად მუშაობდა.

„სამწუხაროდ, დღეს, ამაზე ბევრ ადამიანს ხელი არ მიუწვდება, რადგან ოჯახის ექიმის ბინაზე გამოძახება გარკვეულ თანხას უკავშირდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს სერვისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, მითუმეტეს, თუ ეს სახელმწიფოს მხარდაჭერით მოხდება“.

მისი განმარტებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პრობლემები არცთუ ისე ცოტაა.

„განსაკუთრებით ხშირად სწორედ მათ სჭირდებათ ოჯახის ექიმები. გამოძახებას ვერ ახერხებენ, ხოლო ამბულატორიაში დამოუკიდებლად ვერ მიდიან. პირველი ჯგუფის ინვალიდებისთვის მაინც რომ იყოს გარკვეული შეღავათები, კარგი იქნება, რადგან ბევრი სამედიცინო დაწესებულება არის განლაგებული ძველ არაადაპტირებულ შენობებში. იქ ეტლით შეღწევა არის გართულებული და რიგ შემთხვევებში შეუძლებელიც. ეს საკითხიც მოსაგვარებელია“.

კოალიციის მნიშვნელოვანია ექიმების გადამზადების საკითხიც. „ხშირად გვქონია შემთხვეა, როცა ექიმს ცერებრალური დამბლის დიაგნოზის მქონე ბავშვის გასინჯვაზე უარი უთქვამს. ექიმმა არ იცოდა როგორ მისდგომოდა ასეთ პაციენტს. უბრალოდ, უარს ამბობენ პროფესიული ვალდებულების შესრულებაზე, რაც წესით, დასჯადი უნდა იყოს.

ყველა ქვეყანაში პერიოდულად ხდება ექიმების გადამზადება და ამასაც თუ გაითვალისწინებს ჯანდაცვის სამინისტრო, პირველადი რგოლის რეფორმირებისას, ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება“, – განმარტავს ძნელაძე.

კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, თავმჯდომარე ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის მიმდინარეობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დადებითი პროგრამა.

„ფაქტობრივად, ძალიან ბევრმა ამოისუნთქა. პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, რადგან ამ პროგრამის ფარგლებში სტატუსის დადგენა უფასო გახდა. ბევრ შშმ პირს მიეცა საშუალება გეგმიური ოპერაციები და კვლევები ჩაეტარებინათ“, – აცხადებს ძნელაძე.

ცნობისთვის, პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმა საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამების პარალელურად განხორციელდება. ამ რგოლის რეფორმაში ჯანდაცვის სამინისტროს მთავრობის კონტრაქტორი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი“ გაუწევს დახმარებას, რომელთანაც საქართველოს მთავრობას გრძელვადიანი შეთანხმება აკავშირებს, რაც თავის მხრივ, ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ამაღლების პროგრამის შემუშავებაზე ერთობლივ მუშაობას ითვალისწინებს.

ipress.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …