მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია
ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას და დაგეგმილ რეფორმას გამოეხმაურა ასევე მან პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმა პრიორიტეტად გამოაცხადა

ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია

ჯანდაცვის სამინისტრომ პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმა პრიორიტეტად გამოაცხადა. რეფორმის გეგმაზე მუშაობა, მინისტრის განცხადებით, შემოდგომაზე დასრულდება.

ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას და დაგეგმილ რეფორმას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტისა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე.

„ზოგადად, ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობაზე ძალიან კარგი აზრის ვარ და დადებითად ვაფასებ. მათ მიერ განხორციელებული პროექტები ნამდვილად ხალხის საჭიროებაზეა მორგებული.

რაც შეეხება პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმას, მხოლოდ მივესალმები ამ წამოწყებას. დაავადებათა პროფილაქტიკა, პრევენცია და ადრეულ სტადიაზე გამოვლენა, რასაც ახალი რეფორმა ითვალისწინებს, ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, როგორც თითოეული ოჯახისთვის, ასევე მთლიანად სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა ივანე კიღურაძემ.

აღსანიშნავია, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმაზე ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი“ მუშაობს. აღნიშნული რეფორმა საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამების პარალელურად განხორციელდება.

ipress.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …